1. ოფტოპი ნებისმიერი სახის წერილი ,რომელიც თემასთან კავშირში არ არის და შეუსაბამოა.ასევე სმაილების გადამეტებული გამოყენება;
2. სპამი ელექტრონული წერილის ტიპი, რომელიც იგზავნება პიროვნების ან კომპანიის მიერ, მიმღების დაუკითხავად და სურვილის გარეშე;ასევე მრავალჯერადი ერთმანეთის იდენტური პოსტი;
3. რეკლამა ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით,ნებისმიერ თემაში, მიმართული ფორუმელების და საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით,რომელიც ესახურება მხოლოდ პირად ინტერსებს,როგორც კომერციულ,ასევე სხვა სახის ინტერესებს;
4. შეურაცხყოფა ნებისმიერი სახის შეურაცხყოფის მიყენება ფორუმელის/ადმინისტრატორის მიმართ;
5. სარეკლამო ბმულები ბმულების დადება რეკლამის მიზნით;ასევე სხვა სახის რეკლამა;
6. ცენზურა უცენზურო გამონათქვამები;
7. პორნოგრაფია პორნოგრაფიის გავრცელება-პროპაგანდა.გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს,როცა ეს დაკავშირებულია ლიტერატურასთან ან/და მეცნიერებასთან;
8. სტატუსიანტა ქმედებათა განხილვა; ადმინისტრაციის ქმედებების,გადაწყვეტილების საჯაროდ განხილვა;თემის გახსნა ამავე მიზნით;
9. დეზინფორმაცია ყალბი ცნობების გავრცელება;
10. სმაილების ჭარბი რაოდენობა; იკრძალება სმაილების გადამეტებული გამოყენება,ყოველგვარი დატვირთვის გარეშე.
11. სპამი იკრძალება ერთიდაიგივე პოსტების რამდენჯერმე წერა - სპამი ან/და ოფფტოპი.
12. PM შეზღუდვა მომხმარებელს რომელსაც შეზღუდული აქვს პირადი პოსტის (პმ) გამოყენება, შესაბამისად ეკრძალება სხვა სახელის(ნიკის) მეშვეობით პირადი პოსტის (პმ) გამოყენება.
13. ნიკზე შეზღუდვა მომხმარებელს რომელსაც შეზღუდული აქვს ფორუმში წერა, შესაბამისად ეკრძალება სხვა სახელით(ნიკით) წერა.
14. ადმინისტრატორისტვის მონეტების ან მაგაზიის ფასიანი მომსახურების მოთხოვნა ფორუმში აკრძალულია ადმინისტრატორისტვის მაგაზიის ნებისმიერი ფასიანი მომსახურების (მაგ. ნიკის შეცვლა/ნიკზე ფერის შეცვლა) უფასოდ მოთხოვნა. ამისათვის ფორუმში არსებობს მონეტების სისტემა
15. ალტერ. ნიკი ფორუმში აკრძალულია ალტერნატიული ნიკების დარეგისტრირება და გამოყენება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა: კონკურსები თამაშები და ა.შ) 16. მომხმარებლის ნიკის/პაროლის უსაფრთხოება ფორუმში აკრძალულია პირადი პაროლის სხვა მომხმარებლისთვის გადაცემა, ასევე ისჯება სხვა მომხმარებლის ნიკში შეღწევა მფლობელის დაუკითხავად.
17. სიტყვის თავისუფლება ფორუმი იცავს საქართველოს კონსტიტუციას,გამოხატვის , რელიგიის და აღმსარებლობის თავისუფლებას. 18. ანტიკონკსტიტუციური, შეურაცხმყოფელი პოსტი; ნებისმიერ მომხმარებელს ეკრძალება ანტიკონსტიტუციური პოსტები.შეურაცხყოფა სხვა ეთნიკური ჯგუფების და რელიგიური კონფესიების. 19. საავტორო უფლებები პოსტის წერისას,მომხმარებელი ვალდებულია : გაუფრთხილდეს საავტორო უფლებებს. 20. დეზინფორმაციის შეზღუდვა ნებისმიერი მომხმარებელი უნდა იყოს კორექტული და არ გაავრცელოს დეზინფორმაცია. 21. წესების არ ცოდნა წესების დარღვევისას,ფორუმის წესების არცოდნა,როგორც მომხმარებელს ასევე სტატუსიანს,არ ათავისუფლებს ვალდებულებებისგან და ფორუმის წესებით გათვალისწინებული სასჯელისაგან. 22. მსგავსი/ანალოგიური თემა; სანამ მომხმარებელი თემას გახსნის,ვალდებულია: გადაამოწმოს შესაბამის განყოფილებაში,არსებობს თუ არა მსგავსი/ანალოგიური თემა. 23. თემის შესაბამისად აღწერა; თემის გახსნისას,მომხარებელი ვალდებულია,აღწეროს თემის არსი,პირველივე პოსტში;სათაური შესაბამისი იყოს თემის. 24. პორნოგრაფიული კატეგორიის თემა; მომხმარებელს ეკლძალება პორნოგრაფიული კატეგორიის თემის შექმნა. 25. უკვე არსებული თემა; მომხმარებელს ეკრძალება უკვე არსებული თემის ხელმეორედ შექმნა. 26. სარეკლამო შეზღუდვა/ უფლებები; მომხმარებელს ეკრძალება თემის გახსნა რეკლამის მიზნით,გარდა ცალკეული შემთხვევებისა,რომელსაც ჭირდება სპეციალური ნებართვა ადმინისტრაციის მიერ. 27. დაკოპირებული თემა; თემის ავტორი ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლება.თუ არსებობს ინფორმაციის წყარო,მიუთითოს სათანადო წესების დაცვით.თემის; თუ დაკოპირებულია ან გადმოწერილია (ციტირებულია) ,მიუთითოს შესაბამისი წყარო (გვერდი). 28. შესაბამისი განყოფილება; თემის ავტორი ვალდებულია: თემა შექმნას შესაბამის (თემის შესაბამის) განყოფილებაში.
• აკრძალულია ვებპლატფორმაზე განთავსებული მასალის ბოროტად გამოყენება;
• აკრძალულია დაზიანებული ფაილის, ასევე ისეთი ვირუსის შემცველი ფაილის განთავსება, რომელიც გამოიწვევს ვებპორტალის პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანებას, არაკანონიერად ჩაიგდებს ხელში ნებისმიერ მონაცემსა თუ პერსონალურ ინფორმაციას;
• აკრძალულია დანაშაულებრივი წვდომა ჩვენს სერვერებზე, რომლებზეც განთავსებულია მონაცემთა ბაზები; ამ და სხვა ანალოგიური დარღვევების შემთხვევაში, გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.