თემა ალ ბანო კარიზი და რომინა პაუერი

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,025
6,931
დრო ფორუმზე
132დ 16ს 32წ
ალ ბანო კარიზი და რომინა პაუერი 30 წლის მანძილზე იდეალური წყვილი იყო, მაგრამ ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ეს ბედნიერება დასრულდა. წყვილი მსოფლიომ ბედნიერებაზე შექმნილი სიმღერით გაიცნო და შეიყვარა. თითქოს მათმა კავშირმა ყველაფერს გაუძლო: განსხვავებულ სოციალურ სტატუსს, დიდებას და პოპულარობას, მაგრამ მაშინ არავინ იცოდა, რომ წლების შემდეგ ბედი ამ ოჯახს უძლიერეს დარტყმას მიაყენებდა და მათი ოჯახიც დაინგრეოდა.

ალ ბანოსა და რომინა პაუერის დუეტს ხშირად ურჩხულსა და მზეთუნახავს ადარებდნენ, თუმცა ცოლ-ქმარს სხვების აზრი ნაკლებად აინტერესებდა. ულამაზესი გოგონა ხავერდოვანი ხმით და მასზე უგონოდ შეყვარებული ქმარი იტალიური ბედნიერების სიმბოლოდ იქცნენ.

რომინა 14 წლის იყო, როცა კინოკარიერა დაიწყო და პირველი სოლოალბომი ჩაწერა. გოგონას დედა გრძნობდა, რომ ქალიშვილს დიდი მომავალი ელოდა და ძალიან ამაყობდა, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა, როცა ქალიშვილმა საქმრო – დაბალი, სათვალიანი იტალიელი წარუდგინა.

რომინას დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, 1970 წელს წყვილი დაქორწინდა. რომინამ შეძლო, უარი ეთქვა ამერიკულ სტერეოტიპებზე და მყარი კათოლიკური ოჯახი შექმნა, სადაც ცოლი ქმრის მორჩილია.

მათ იდეალურ წყვილს მარტო იტალია კი არა, მთელი მსოფლიო აღმერთებდა. რომინა ლექსებს წერდა, ალ ბანო – მუსიკას, შემდეგ კი სიმღერებს ერთად ასრულებდნენ. მათი სიმღერების მოტივებზე 7 ფილმი გადაიღეს, რომლებშიც მთავარ როლებს ალ ბანო და რომინა პაუერი ასრულებენ. 1970 წელს წყვილს პირველი შვილი – ილენია შეეძინა, სამი წლის შემდეგ კი ვაჟი – იარი. შემდეგ ისევ ქალიშვილები – კრისტელი და რომინა უმცროსი.

თუმცა უბედურებამ მათი ოჯახის კარზეც დააკაკუნა…

Felicita1.jpg


1994 წლის 6 იანვარს ალ ბანო კორიზიმ და რომინა პაუერმა პოლიციას უფროსი ქალიშვილის – 24 წლის ილენიას დაკარგვის განცხადებით მიმართეს. ილენია ახალ ორლეანში ალტერნატიულ ახალგაზრდულ ფესტივალზე გაემგზავრა, საიდანაც მისი კვალი სამუდამოდ გაუჩინარდა.

„ილენია იდეალისტია, საერთოდ არ მგავს“, – ამბობდა ალ ბანო. მას შვილის მისწრაფებების გამო მოახლოებული უბედურების წინათგრძნობაც ჰქონდა და ამის გამო ილენიასთან მისი ბოლო...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom