- 16/12/22
- თემებითემები
- 3,245
- 7,103
- დრო ფორუმზე
- 130დ 7ს 20წ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინ რეტეილერი - ჩინური AliExpress-ი, რომელიც ჩინური ჰოლდინგ კომპანია Alibaba-ს კომპანიებს შორისაა, რუსულ ინტერნეტ-გამყიდველებთან და საერთაშრისო ბრენდების გადამყიდველებთან თანამშრომლობას იწყებს, - აღნიშნულის შესახებ rbc-ის, რუსეთში AliExpress-ის ბიზნეს განვითარების დირექტორი და alibaba.com-ის გენერალური დირექტორი, მარკ ზავადსკი ესაუბრა.
აქამდე ალიექსპრეს-ზე ძირითადად მხოლოდ ჩინელი გამყიდველების საქონელი იყო წარდგენილი, ხოლო რუსული ინტერნეტ-რეტეილერები ჩინურ სავაჭრო პლატფორმასთან მხოლოდ საცდელ რეჟიმში თანამშრომლობდნენ.
ზავადსკის თქმით, ალიექსპრეს-ის თანამშრომლობა რუსულ მაღაზიებთან, ალიბაბა-ს პლატფორმის ყველა ონლაინ-გაყიდვების კომპანიების ტრადიციულ "შოპინგის მსოფლიო ფესტივალი 11.11"-ის დაემთხვევა, რომელსაც ჩინეთში 11 ნოემბერს აღნიშნავენ. გასული წლის 11 ნოემბრეს, ალიბაბა-მ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9,23 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა.
რუსი გამყიდველების საქონელი, განთავსებული იქნება პროექტ "ალიექსპრეს მოლი"-ს ფარგლებში.
"ჩვენ გვინდა ახალი, უფრო ძვირადღირებულ საქონელზე ორიენტირებული აუდიტორიის ყურადღების მიქცევა, რომლამდეც აქამდე რატომღაც ვერ გავედით", - ანაცხადა ზავადსკიმ.
ზავადსკის თქმით, 11 ნოემბერს ალიექსპრეს-ზე წარდგენილი იქნება 20 რუსი პარტნიორის საქონელი. მათ შორისაა Wikimart-ის მაღაზიები - "ტექნოძალა", "220 ვოლტი", ასევე საერთაშორისო ბრენდების რუსი ოფიციალური გადამყიდველები - Redmond-ის, L’Oreal-ისა და Baon-ის.
"პარტნიორების არჩევისას ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ იმ კატეგორიის საქონელზე, რომელზეც რუსეთში დიდი მოთხოვნაა. აგრეთვე გამოვყავით ის რუსული ბრენდები და კომპანიები, რომლებიც რუსეთშივე აწარმოებს საკუთარ პროდუქციას", - აღიშნავს ზავადსკი.
ზავადსკის თქმით, ალიექსპრეს-თან რუსული კომპანიების მუშაობის პირობები იგივე იქნება, რაც ჩინური მაღაზიებისთვისაა. ალიექსპრესი გამყიდველებისგან, გაყიდული საქონლის ღირებულების დაახლოებით 5 პროცენტიან საკომისიოს იღებს. შედარებისათვის, გლობალური პლატფორმა eBay 10...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
ბოლო რედაქტირება: