სპორტი ამერიკული ფეხბურთის ლიგის მოთამაშეს მატჩის დროს გული გაუჩერდა

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი
სპორტი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,010
6,886
დრო ფორუმზე
132დ 7ს 43წ
დამარ ჰამლინი, ეროვნული საფეხბურთო ლიგის „ბუფალო ბილის“ მოთამაშე, სამშაბათს კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც მატჩის თამაშის დროს გული გაუჩერდა. წაქცევის შემდეგ ჰამლინი თავიდან ფეხზე წამოდგა, მაგრამ შემდეგ ისევ მიწაზე დაეცა და გონება დაკარგა. სამედიცინო პერსონალმა მას ხელოვნური სუნთქვით გულის ცემა აღუდგინა. რამდენიმე წუთში ის სასწრაფო დახმარების მანქანით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. “მისი გულისცემა აღდგა მოედანზე და ის გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრში შემდგომი ტესტირებისა და მკურნალობისთვის“, - ნათქვამია მისი გუნდის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში. "ის ამჟამად უგონოდ და კრიტიკულ მდგომარეობაშია." „ბუფალო ბილსის“ მოწინააღმდეგე „ცინცინატი ბენგალის“ მოთამაშეები ინციდენტის შემდეგ ჰამლინის გუნდს შეუერთდნენ და მისი გადაჩენისთვის ილოცეს. მოგვიანებით ლიგამ გამოაცხადა, რომ თამაში გადაიდო.

გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
 
სურათი

Back
Top Bottom