Crypto ამერიკული საბანკო გიგანტი კრიპტო აქტივების მომავალს დადებითად აფასებს

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
Crypto

Daria 

აქტიური წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი
12/2/24
თემებითემები
107
116
დრო ფორუმზე
85დ 16ს 51წ
BNY Mellon-ის ციფრული აქტივების დეპარტამენტის შეფი მაიკლ დემისი დარწმუნებულია, რომ კრიპტო ბაზრის შარშანდელი დაცემა, ციფრული აქტივებისადმი ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესს ვერ შეარყევს. მისი სიტყვებით, ციფრული აქტივების ინდუსტრია „აქაა, რათა დარჩეს“.

დემისის არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ BNY Mellon-ის შეკვეთით, ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შემნახველი ბანკების კლიენტების 91 პროცენტი, ბლოკჩეინზე ბაზირებული ციფრული პროდუქტების შეძენით არის დაინტერესებული.

იმავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული ინსტიტუციური მოთამაშეების 86 პროცენტი, კრიპტო ბაზარზე მუშაობს სტრატეგიით „იყიდე და გააჩერე“. ეს ნიშნავს, რომ ისინი ციფრული ვალუტების ბაზარს, გრძელვადიანი თამაშის საშუალებად აღიქვამენ.

გარდა ამისა, კრიპტო ბაზრის მკვეთრი დაცემის მიუხედავად, გამოკითხულთა 88% მაინც აპირებს კრიპტო აქტივებში ინვესტირებას. და მათი გეგმები გრძელვადიანია.

დემისი დასძენს, რომ კრიპტო ბაზარს ამერიკის მთავრობის მხრიდან, დახმარება სჭირდება რეგულაციების კუთხით, რათა ინვესტორებმა უფრო თავდაჯერებულად შეძლონ საკუთარი ჩანაფიქრების განხორციელება და მათს ინვესტიციებს საფრთხე არ დაემუქროს.

BNY Mellon-მა ახლახანს თავისი ციფრული აქტივების დეპარტამენტის მთავარ აღმასრულებლად, ქეროლაინ ბატლერი დანიშნა, ვისი მიზანიც, ბანკის კლიენტებისთვის ციფრული პროდუქტების შეთავაზება იქნება. ეს მენეჯერი ადრე ამავე ბანკის შემნახველი სერვისების მთავარი აღმასრულებელი იყო.

BNY Mellon-მა უკვე შეიმუშავა ციფრული შემნახველი პლატფორმა, რომელიც ინსტიტუციურ კლიენტებს, ბიტკოინში (BTC) და ეთერიუმში (ETH) ინვესტირების შესაძლებლობას მისცემს. ციფრულ სამყაროში ბანკის გააქტიურების დასტურია ის ფაქტიც, რომ მან პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა პლატფორმა Chainalysis-თან, რომელიც კრიპტო სფეროს ანალიტიკაზეა სპეციალიზებული.

BNY Mellon-ის გარდა, კრიპტო ინდუსტრიით დაინტერესებულნი არიან Goldman Sachs და JP Morgan.

...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom