- 16/12/22
- თემებითემები
- 3,302
- 7,239
- დრო ფორუმზე
- 132დ 1ს 4წ
ანუბისი (ბერძნ. Άνουβις; ძველეგვიპტურად „ინპუ“) — ძველეგვიპტური სიკვდილის ღმერთის ბერძნული სახელი. ძველად გაიგივებული იყო ტურასთან და შემდგომშიც ხშირად გამოისახებოდა ტურის ან ძაღლის თავით. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ისიდას კულტი გავრცელდა, ბერძნები და რომაელები ანუბისს ამ ღმერთის მსახურად მიიჩნევდნენ. ამავე პერიოდში მას მის თანამგზავრადაც აღიარებდნენ. ითვლება სეთისა და ნეფტიდას შვილად. საკულტო ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი კასა (ბერძნ. კინოპოლისი – ძაღლის ქალაქი). აქადური ტრანსკრიფციის მიხედვით სახელ ანუბისის ეგვიპტურად ვოკალიზაციება მოხდა როგორც ანაპა. ანუბისის სახელის მოხსენიებით შემორჩენილი ყველაზე ძველი ცნობა მიეკუთვნბა ეგვიპტის ძველი სამეფოს პერიოდს, სადაც ის ფარაონის დაკრძალვის რიტუალში მოიხსენიება. იმ დროისთვის ანუბისი იყო გარდასულა სამეფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, თუმცა მოგვიანებით ის ოსირისმა ჩაანაცვლა.