თემა ასასინების ორდენი საქართველოში

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,027
6,936
დრო ფორუმზე
132დ 16ს 58წ
ასასინების ორდენი საქართველოში
ათ საუკუნეზე მეტია, რაც კაცობრიობა ტერორიზმს ებრძვის. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ფანატიკოსი ტერორისტები საქართველოში პირველად XII საუკუნეში გამოჩნდნენ.
იდგა 1139 წლის გაზაფხული. თბილისი შეძრა გაუგონარმა მკვლელობამ. დღისით, მზისით, ყველას თვალწინ საჯაროდ მოკლეს თბილისის ყადი. რისხვამ აიტანა საქართველოს მეფე დემეტრე პირველი. როგორი საქმეა თბილისელი მუსლიმების უმაღლესი სასულიერო მოსამართლის ასე უტიფრად მკვლელობა?!
მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა მსტოვართა ინსტიტუტი შექმნა, თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში ქართულ „სპეცსამსახურებს“ შეცდომა არ დაეშვათ და უცებ ასეთი ტერორისტული აქტი.
მკვლელი აღმოჩნდა ვინმე იბრაჰიმ დამღანი, რომელსაც გაქცევა არც უცდია. გაირკვა ისიც, რომ დამღანი ასასინი იყო, რომელიც მოქმედებდა ასასინთა მბრძანებელ მუჰამედ იბნ ბუზორგომიდის სურვილითა და ბრძანებით.
ვინ იყვნენ ასასინები?
ასასინები — ისლამის წიაღში აღმოცენებული სექტა იყო, რომელიც ორთოდოქსი სუნიტებისა და შიიტებისგან დოგმებითა და ფანატიზმით განსხვავდებოდა.
ისმაილიტების სექტა პირველადVIII საუკუნეში გაჩნდა და თანდათან მოიკიდა ფეხი ეგვიპტეში, პალესტინაში, მესოპოტამიაში, სირიასა და ინდოეთში. მაგრამ ასასინთა მოღვაწეობაში რეალური გარდატეხა მოხდა 1090 წელს, როდესაც ორდენის ლიდერმა ჰასან იბნ საბაჰმა ისმაილიტურ რწმენაზე მოაქცია ალამუთის ციხის დამცველები, ხოლო ციხისთავი სამი ათასი ოქროს საფასურად მოისყიდა, მერე კი 50-მდე ფანატიკოსის თანხლებით დაიკავა ალამუთის ციხე, რომელიც საბოლოოდ ისმაილიტთა ორდენის ცენტრად აქცია.
ასასინები ამას არ დასჯერდნენ და ძალიან მალე ისმაილიტების ხელში გადავიდა ირანისა და სირიის ორმოცდაათამდე ციხე-სიმაგრე.
არსებობს ცნობა, რომ ისპაჰანის მოსახლეობა ფულს უხდიდა ასასინებს და მათ ხელში ძალიან დიდი თანხა იყრიდა თავს.
თუმცა ისმაილიტთა სიძლიერე არა დიდ ფულში, არამედ მძლავრ ტერორისტულ მექანიზმში მდგომარეობდა, რომელიც, მუსლიმური სამყაროს აზრით, „მულიდმა“, ანუ ერეტიკოს-მწვალებელმა ისმაილიტებმა სელჯუკებთან ბრძოლაში გამოიმუშავეს. სელჯუკთა ტერორს ისმაილისტები ინდივიდუალური ტერორით პასუხობდნენ და ასე თანდათან იქცნენ ისინი ტერორისტულ სექტად, ხოლო...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom