თემა ბაზისბანკი

მარიამი 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
13/1/23
თემებითემები
127
0
დრო ფორუმზე
24დ 17ს 11წ
220px-Bb_fonit.png

ბაზისბანკი — უნივერსალური ბანკი, რომელიც 1993 წლიდან ოპერირებს ქართულ საბანკო სექტორში.

2008 წელს, EBRD-ი „ბაზისბანკის“ აქციების 15%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა და კომპანიაში დაიწყო ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის პროცესები. 2012 წელს, ჩინურმა კომპანია „ჰუალინგ ჯგუფმა“, ბანკის აქციების 90%-ი შეისყიდა, მოგვიანებით კი, თავისი წილი 92,30%–მდე გაზარდა.

3 მილიარდ ლარამდე აქტივებით, „ბაზისბანკი“ დღეს უმსხვილესი ქართული ბანკების სამეულშია. ამასთან, „ბაზისბანკის“ ჯგუფის ჰოლდინგი აერთიანებს სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიებს — ბბ დაზღვევასა და ბბ ლიზინგს. ემსახურება, როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს.

დღეს „ბაზისბანკი“ საბანკო მომსახურებასთან ერთად, დაზღვევისა და ლიზინგის ბიზნესმიმართულებებსაც აერთიანებს.
ბაზისბანკი დაფუძნდა 1993 წელს, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში რთული ბიზნეს გარემო იყო შექმნილი.

ბაზისბანკი იყო პირველი პარტნიორი ბანკი სპეციალური პროგრამის Georgian Financial System Framework (GFSF) ფარგლებში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (en:EBRD) საქართველოს ფინანსური სექტორისთვის შეიმუშავა. თანამშრომლობა 2008 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულებით გაგრძელდა, რომლის მიხედვითაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (en:EBRD) ბაზისბანკის აქციონერი გახდა.

2012 წელს ბაზისბანკის აქციათა 90%–იანი წილის მფლობელი ჩინეთში მოღვაწე Xinjiang Hualing Industry & Trade (Group) Co. Ltd (ჰუალინგ ჯგუფი) გახდა, 2014 წლის მიწურულს კი, თავისი წილი 92,78% გაზარდა. აღნიშნული გარიგება პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინური კერძო კომპანია საქართველოში იძენს მნიშვნელოვან წილს კომერციულ ბანკში. ჰუალინგ ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის, ჯან ჯუნის, განცხადებით, რომელიც ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა, ჰუალინგ ჯგუფი გეგმავს ბაზისბანკის მომსახურების ქსელის გაფართოებას.

„ბაზისბანკს ექნება შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს კლიენტების რაოდენობა. ასევე გააფართოვოს...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,025
6,931
დრო ფორუმზე
132დ 16ს 35წ
ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში „ბაზისბანკი“ დააჯარიმა. წელს ეს ბანკის დაჯარიმების პირველი შემთხვევაა.

საფინანსო ორგანიზაციას კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო 32 800 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

სებ-ის განმარტებით, ჯარიმა ბანკს დაეკისრა შემოწმების შედეგად გამოვლენილი შემდეგი დარღვევების გამო:

ბანკის შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევა;

1 კლიენტთან მიმართებით კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის არასათანადოდ დადგენა;

2 შემთხვევაში ბანკის მხრიდან განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;

2 შემთხვევაში მოხდა „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა;

1 კლიენტთან მიმართებით განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით არ მოხდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაცემა "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში ოთხი კომერციული ბანკი დააჯარიმა. საერთო ჯამში, გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 274 000 ათასი ლარია. დაჯარიმდა "ტერაბანკი" - ჯარიმის მოცულობა: 41,000 ლარი; "ბანკი ქართუ" - ჯარიმის მოცულობა 64 000 ლარი ; „კრედო ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა: 30 000 ლარი; "ლიბერთი ბანკი" - ჯარიმის მოცულობა 75 000 ლარი
 
სურათი

Back
Top Bottom