ისტორია ბეოვულფი

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,270
7,149
დრო ფორუმზე
130დ 22ს 14წ
Beowulf-DC-Comics.jpg

ბეოვულფი (ძვ. ინგლ. Beowulf „ფუტკრის მგელი“, ანუ „დათვი“[1]) — ძველსაქსონური ეპიკური პოემა, რომლის მოქმედებაც ვითარდება სკანდინავიაში, ანგლების ბრიტანეთში გადასახლებამდე. სათაური დარქმეულია მთავარი გმირის პატივსაცემად. ტექსტი შეიქმნა VIII საუკუნის დასაწყსისში, ხოლო შემდგომ ქრისტიანობის გავრცელების გამო, ტექსტი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ XI საუკუნის ეგზემპლარი, რომელიც კინაღამ განადგურდა რიჩარდ კოტონის ბიბლიოთეკაში მომხდარი ხანძრის გამო 1731 წელს.

სიუჟეტი
დანიის დიდი მეფის სკილდ სკეფინგის შვილიშვილი იყო მეფე ჰროთგარი. ჰროთგარმა ააგო ციხე-დარბაზი ჰეროთი, აავსო განძით, აქ ნადიმობდა და ილხენდა თავის მეომრებთან ერთად ძლევამოსილი მეფე, მაგრამ დიდი განსაცდელი ელოდა დანიას. ჭაობის ბინადარი ურჩხული გრენდელი შეეჩვია ჰეროთს, მიდიოდა ღამით და მუსრს ავლებდა ჰროთგარის მეომრებს. დაცარიელდა და გაუდაბურდა ციხე-სიმაგრე. დანიელები საგონებელში ჩაცვივდნენ.

როგორც კი გითთა (გითები, გაეთები) შორის უძლიერესს - ბეოვულფს ესმა დანიელების გაჭირვების შესახებ, ნავის მომზადება ბრძანა. შეარჩია თოთხმეტი ვაჟკაცი და დანიისკენ გაემართა.

დანიელებმა დიდი პატივით მიიღეს სტუმრები. ჰეროთში ნადიმი გაუმართეს. ბეოვულფმა პირობა დადო, რომ დაამარცხება ურჩხულს ან მასთან ბრძოლაში დაიღუპებოდა. ჰროთგარი კი სანაცვლოდ დაპირდა: ამ გაჭირვებისგან გვიხსენი და შენი ხომალდი ამ დარბაზის განძეულით დაიტვირთებაო. ნადიმის შემდეგ დანიელებმა ჰეროთი დატოვეს და იქ მხოლოდ გითები დარჩნენ.

როგორც კი დაღამდა, გრენდელი გამოემართა სასახლისკენ. გაეთელ მეომრებს უკვე ეძინათ. ურჩხულმა ერთი მათგანი ბრჭყალებში მოიქცია და დაგლიჯა. მერე ბეოვულფისკენ გაემართა, რომელიც თავს იმძინარებდა. როგორც კი გრენდელი თავისი ბასრი ბრჭყალებით მას ჩააფრინდა, ბეოვულფი გააფთრებით ეკვეთა მტერს. საშინელი ბრძოლა გაიმართა, ბეოვულფს თავისი მეომრებიც წამოეშველნენ. გრენდელი მიხვდა, რომ ძალა ეცლებოდა. ბრძოლაში მკლავი დაკარგა. ურჩხული დაჭრილი და ძალაგამოცლილი წალასლასდა ჭაობისკენ, რომ სიკვდილს საკუთარ ბუნაგში დალოდებოდა.

დანიელები...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top