ისტორია ბიორნ რკინისგვერდა

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,027
6,936
დრო ფორუმზე
132დ 16ს 58წ
4b88b5eb4d411fd6cd2b27075aa6f1a1.jpg

ბიორნ რკინისგვერდა — IX საუკუნის ვიკინგი მებრძოლი, შვედეთის მეფე და მუნსოს დინასტიის დამფუძნებელი, სკანდინავიური საგების მიხედვით, დანიელი კონუნგის, რაგნარ ლოდბროკის ვაჟი. მითოლოგიის თანახმად ბიორნი იყო ჭკვიანი მეზღვაური და დაუმარცხებელი მეომარი.

859 წელს ბიორნის სარდლობით ვიკინგებმა გაილაშქრეს სამხრეთის მიმართულებით და მიაღწიეს გიბრალტარის სრუტეს, საიდანაც გადავიდნენ მაროკოში, გაძარცვეს და დაარბიეს ბერბერების მიწები, 860 წელს კი ხმელთაშუა ზღვის აუზში შევიდნენ.

ცნობილია ის ფაქტი, რომ მამამისის მკვლელობის გამო, 867 წელს ბიორნი ძმებთან ერთად სათავეში ჩაუდგა დიდ წარმართულ ჯარს და ნორთუმბრიის სამეფოს დაპყრობით დაიწყო ვიკინგების 14 წლიანი გაუთავებელი თარეში დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. მან ელა II სისხლიანი არწივის მეთოდით სიკვდილით დასაჯა.

ამის შემდეგ ბიორნმა და მისმა ძმებმა გაინაწილეს დაპყრობილი მიწები და სამეფოები დააარსეს სკანდინავიაში. ის გახდა შვედეთის კონუნგი და საფუძველი დაუდო მუნსოს დინასტიას. საგების თანახმად ბიორნის შემდეგ კონუნგის ტიტული მიიღო მისმა უფროსმა ვაჟმა, ერიკმა.
 
სურათი

Back
Top Bottom