- 12/2/24
- თემებითემები
- 107
- 116
- დრო ფორუმზე
- 85დ 16ს 51წ
ტეხასის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი ჯონ გრიფინი ფიქრობს, რომ ბიტკოინის (BTC) ფასით მანიპულირებს ერთი „ვეშაპი“, რომელიც პერიოდულად ცდილობს ბაზარზე სიტუაციის კარნახს და მიზანსაც აღწევს. გრიფინი ამას ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა და მისი აზრით, არსებობს ფაქტორები, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ვეშაპი ამჯერადაც საქმეშია.
გრიფინი თვლის, რომ ამჟამად კრიპტო ბაზარზე „რაღაც საეჭვო ხდება“. ის ამბობს, რომ შარშან ბიტკოინის ფასი, როგორც კი 16 000 დოლარამდე დაეშვებოდა, მაშინვე აღდგენას იწყებდა. პროფესორი ამ მოვლენას უცნაურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ასე მანიპულაციის შედეგად ხდებოდა.
გასული წლის კრიპტო ზამთრის შემდეგ, ახალი წლიდან ბიტკოინის ფასმა ზრდა დაიწყო და 40%-ით მოიმატა. გრიფინის აზრით, მეორდება 2017 წლის ამბები, რომლებსაც ის „არასამართლიან თამაშს“ უწოდებს. ექვსი წლის წინ, ის თანამოაზრე კოლეგა ამინ შამსთან ერთად წერდა, რომ ეს თამაში ერთი ბიტკოინ ვეშაპის მოქმედებით არის გამოწვეული, რომელიც ვაჭრობას თავისი სურვილის შესაბამისად აძლევდა მიმართულებას.
გრიფინმა და შამსმა 2018 წელს გამოაქვეყნეს 118-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც მათი დაკვირვება აღწერეს და წარმოადგინეს ბიტკოინის (BTC) ფასით მანიპულირების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს ერთი ადამიანის ნამოქმედარია. გრიფინი ამჟამად სწორედ მსგავს სურათს ხედავს.
მისი სიტყვებით, მანიპულატორი ცდილობს საკუთარი აქტივისთვის მინიმალური ფასი ჩამოაყალიბოს. ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებს. არადა, ის ძლიერი რყევებით გამოირჩევა. გრიფინი ამბობს, რომ ბაზარზე უკიდურესად ნეგატიური განწყობის მიუხედავად, ბიტკოინი (BTC) შედარებითი სტაბილურობით გამოირჩევა.
თუმცა, გრიფინი იმასაც აღიარებს, რომ კრიპტო ბაზრის უზარმაზარი მონაცემების ფონზე, უტყუარ მტკიცებულებათა მოპოვება და მათ საფუძველზე რაიმე საქმის წამოწყება ფაქტობრივად შეუძლებელია.
...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.