კლუბი Galatasaray Spor Kulüb

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,027
6,936
დრო ფორუმზე
132დ 17ს 0წ
300px-Galatasaray_Sports_Club_Logo.png



საფეხბურთო კლუბი „გალათასარაი“ (თურ. Galatasaray Spor Kulübü) — თურქული საფეხბურთო კლუბი ქალაქ სტამბოლიდან, თამაშობს თურქეთის ჩემპიონატში. დაარსებულია 1905 წელს. გალათასარაი საშინაო შეხვედრებს მართავს „თურქ ტელეკომ არენაზე“, რომელიც 55 662 მაყურებელს იტევს. „გალათასარაი“ ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული კლუბია, კლუბი არის თურქეთის ჩემპიონი 22-ჯერ, 18-ჯერ არის თურქეთის თასის მფლობელი, 16-ჯერ თურქეთის სუპერთასის მფლობელი, კლუბი ასევე მფლობელია, უეფას თასის და უეფას სუპერთასის.

გალათასარაი ორი გუნდიდან ერთ-ერთია, რომელმაც უეფას თასი მოიგო და ტურნირის განმავლობაში არ დამარცხებულა და პირველი გუნდია, რომელმაც მოიგო ტურნირი მას შემდეგ, რაც მესამე ადგილი დაიკავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. უეფას თასის ფინალში 1999-2000 წლის სეზონში „გალათასარაიმ“ 11 მეტრიანების სერიაში 4:1 დაამარცხა ლონდონის „არსენალი“ და გახდა პირველი თურქული კლუბი, რომელიც დაეუფლა ევროთასს. „გალათასარაის“ ასევე ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი სახლში გამარჯვებების ყველაზე დიდ სერიაში. 2001 წლის 13 მაისიდან 2002 წლის 8 დეკემბრამდე მოიგო ზედიზედ 24 შეხვედრა საკუთარ მოედანზე. 2001 წლის იანვარში „გალათასარაი“ მსოფლიო საუკეთესო კლუბების სათავეში იდგა.
 
სურათი

Back
Top Bottom