სტატია ღმერთის არსებობის 16 მტკიცებულება

სტატია

iunaitedi

ადმინისტრატორი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16 დეკემბერი 2022
თემებითემები
1,393
4,075
ჟურნალი “თომა”ს რედაქციისაგან:
ამ მასალის გამოქვეყნებისას რისკზე მივდივართ, რადგანაც დღესდღეობით ბევრი მორწმუნე და არამორწმუნე თანხმდება იმაში, რომ ღმერთის არსებობის რაციონალური დამტკიცება შეუძლებელია. თუკი პირველნი თვლიან, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც ღმერთი ეცხადება გულის სიწმინდეს და არა გონების ჩახლართულობას, მეორენი დარწმუნებული არიან, რომ ვინაიდან ღმერთის არსებობის ფაქტის დამტკიცება მეცნიერულად შეუძლებელია, ე.ი. ღმერთი არც არსებობს, რადგანაც მხოლოდ მეცნიერებაა ობიექტური. თუმცა ყველამ როდი იცის, რომ ქრისტიანულ კულტურაში არსებობს ღმერთის არსებობის დამტკიცების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. შუასაუკუნეების ეპოქაში ასეთი მტკიცებულებები პოპულარული გახდა კათოლიკე ღვთისმეტყველ-სქოლასტიკოსების, უპირველესად კი, ანსელმ კენტერბერიელისა და თომა აქვინელის წყალობით. მართალია, თავის არგუმენტებს...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში შედით ან დარეგისტრირდით ახლავე.
 

iunaitedi

ადმინისტრატორი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16 დეკემბერი 2022
თემებითემები
1,393
4,075
10. მტკიცებულება ყველა ერსა და ხალხში ღმერთისა და ზეადამიანური ძალების არსებობიდან გამომდინარე ამა თუ იმ ფორმით, თუკი ინდივიდუმ-ათეისტები ბევრ ხალხში გვხვდება, “ათეისტური” ერი დედამიწაზე არ არსებობს.
პოსტი ავტომატურად გაერთიანდა:

11. მტკიცებულება კაცობრიობის გამოჩენილი გენიოსების ღვთის რწმენიდან გამომდინარე, მაგალითად, ნობელის ლაურეატების აბსოლუტური უმრავლესობისა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მეცნიერს, რომლებმაც თავისი აღმოჩენებით ხელი შეუწყვეს თანამედროვე მეცნიერების განვითარებას (კოპერნიკი, კეპლერი, ნიუტონი, ბოილი, ბეკონი, პასტერი, ეინშტეინი) ღმერთის სჯეროდათ.
ასე, თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი რობერტ ბოილი (1627 -1691) ყოველ დღეს ლოცვით იწყებდა, მეტიც, ირლანდიაში მისი მამულიდან შემოსავლის 2/3 ღარიბებსა და ეკლესიის მხარდაჭერას ხმარდებოდა, ხოლო 1/3 – ინდიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებასა და მისიონერულ საქმიანობას.
ფრენსის კოლინზი, გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ამბობს: “როდესაც ჩვენ რაიმე ახალს ვიგებთ ადამიანის გენომის შესახებ, ყოველ ჯერზე მოწიწებას ვგრძნობ იმის გამო, რომ ახლა კაცობრიობამ იცის რაღაც ისეთი, რაც აქამდე მხოლოდ ღმერთმა იცოდა. მე არ მჯერა, რომ სამეცნიერო გამოკვლევები რამენაირად ემუქრება ღმერთს, პირიქით, ვფიქრობ, ღმერთი მხოლოდ მოიგებს ჩვენი ცნობისმოყვარეობიდან”.

პოსტი ავტომატურად გაერთიანდა:

12. ღმერთის ყოფიერების უცილობელ მტკიცებას წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში წმინდანთა და რელიგიურ მოღვაწეთა რეგულარული გამოჩენა, რომელთაც აქვთ უშუალო სულიერი გამოცხადებები ზევიდან და ამით მოწმობენ მის ყოფიერებაზე.
ეს არა მხოლოდ ისეთი წინასწარმეტყველებია, როგორიცაა, მაგალითად, მოსე ,, ისაია, იეზეკიელი, მუდამ ღმერთთან კავშირსი რომ იმყოფებოდნენ, არამედ მართლებიც, თავისი სინათლით ყოველ დროში ადამიანთა ცხოვრებას რომ ანათებდნენ და წარმართავდნენ.
ალბათ, საკმარისი იქნება მკითხველს უბრალოდ შევახსენოთ ისეთი დიადი რუსი წმინდანები, როგორიცაა სერაფიმე საროველი ან იოანე კრონდშტადელი, რათა მივხვდეთ, რომ ღმერთი ახლაც ასევე ხშირად მოგვმართავს, როგორც შორეულ ბიბლიურ დროში, ოღონდ თვალები გვქონდეს საცქერლად და ყურნი მოსასმენად.
ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა, ეს ჩვენ, ჩვენი უძლურების დაგამო, ხან ვშორდებით მას, ხან კი კვლავ ვცდილობთ დავუბრუნდეთ.

პოსტი ავტომატურად გაერთიანდა:

13. მტკიცებულება საპირისპიროდან: გამოჩენილი ათეისტების პროექტების ტრაგიკული ბედი ( და ხშირად, საკუთარი სიცოცხლისა და ბედისაც). ამის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს “ლენინ-სტალინის საქმე”და მათი მიმდევრებისაც, პირველად ისტორიაში რომ შეეცადნენ აეგოთ ათეისტური საზოგადოება “მეცნიერულ საფუძველზე” როგორც რუსეთის, ისე ევროპისა და აზიის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე.
ტრაგიკული აღმოჩნდა, მაგალითად, სსრკ-ს საუკეთესო ფილოსოფ-მატერიალისტის – ევალდ ვასილის ძე ილიენკოვის, ცნობილი საბჭოთა მწერლის ვაჟის, ლიტერატურაში სტალინის პრემიის ლაურეატის, ბედი. მთელი ცხოვრება ასაბუთებდა თეზისს ‘მატერიის თვითგანვითარების” შესახებ, რომელსაც არსებობისათვის სულაც არ სჭირდება არანაირი სულიერი საფუძველი, ევალდ ვასილი ძემ საბჭოთა ათეისტურ სინამდვილეში ვერ აღმოაჩინა ზნეობრივი საფუძვლები, ღმა დეპრესიაში ჩავარდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პოსტი ავტომატურად გაერთიანდა:

14. საყოველთაოდ ცნობილია ზეგმრძნობიერი სამყაროს ყოფიერების “ეთიკური მტკიცებულება’, რაც გამომდინარეობს მორალისა და ეთიკური კანონების ობიექტური არსებობიდან, და სწორედ ისინი არეგულირებენ ადამიანური არსებების ქცევას.
მრავალი ფილოსოფოსის კვლევები ცხადყოფს, რომ მოვლენები და გარესამყაროს გავლენა მხოლოდ განსაზღვრულ დონემდე განსაზღვრავენ ადამიანთა ქცევას და ვერ აიძულებენ მათ ჩაიდინონ ესა თუ ის საქციელი: რაც უნდა ძლიერი იყოს გავლენა გარედან, ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა გაწყვიტოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რასაც ემორჩილება უგონო ბუნება და მოიქცეს, როგორც თავისუფალი არსება, ანუ როგორც სხვა, არაამქვეყნიური სამყაროს არსება.!
ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ უბრალო მაგალითს:რატომ გასცემს ზოგი ადამიანი საბოძვარს, ზოგი კი არა?თითქოს, ეს უკანასკნელნი სავსებით ლოგიკურად და გონივრულად იქცევიან – რატომ უნდა მოიკლო სახსრები, ფული, თუკი წინასწარ იცი, რომ ვერავითარ კომპენსაციას ვერ მიიღებ?
მაშ პირველთ რაღა აიძულებთ გაიღონ, თუნდაც სულ მცირედი? ფიზიკურ სამყაროში, ბუნებაში არაფერია ისეთი რაც ახსნიდა მსგავს “ალოგიკურ” ქცევას – ამის ახსნა მიღმა დევს, ზეგრძნობიერ სამყაროში, სადაც სიყვარულის, სიკეთისა და მოწყალების დიადი ზნეობრივი იდეებია. ამავე ტიპის მტკიცებულებებს განეკუთვნება იმანუილ კანტის ცნობილი მსჯელობა, რამაც ნათლად აჩვენა, რომ ადამიანი თავის ქცევებსა და მოქმედებებში ხელმძღვანელობს ფასეულობებით, რაც არ განეკუთვნება მატერიალურ სამყაროს.

პოსტი ავტომატურად გაერთიანდა:

15. ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე ღმერთის ყოფიერების მტკიცებულებამ სახელწოდებით “ესთეტიკური არგუმენტი”, რომელშიც ვკითხულობთ:ბუნებაში არსებობს ვარსკვლავური ცის, აისისა და დაისის, ჩრდილოეთის ციალის, ბუნების ჰარმონიული სურათების, ცოცხალი არსებების მშვენიერი სხეულების სრულყოფილი აგებულების და ა.შ. საოცარი ზებუნებრივი სილამაზე, რაც თითქოს სპეციალურადაა განკუთვნილი გონიერი არსების ადამიანის ესთეთიკური ტკბობისათვის, რადგანაც მის გარდა თვით ბუნებაში მისი მჭვრეტელი არავინაა.
უკვე ნახსენები რობერტ ბოილი ასეთ თრთოლვას განიცდიდა ბუნენის სილამაზის წინაშე, და ხშირად იმეორებდა: ” როდესაც ვსწავლობ ბუნების წიგნს…ხშირად წამოვიძახებ ხოლმე მეფსალმუნესთან ერთად: ო, როგორ მრავალფეროვანია შენი ქმნილებები, ღმერთო, შენი სიბრძნით შექმენი ყველანი!”

პოსტი ავტომატურად გაერთიანდა:

16. ღმერთის ყოფიერების მტკიცებულება “რეალურიდან აბსოლუტურ სრულყოფილებამდე”, ის შეიმუშავა თომა აქვინელმა: ბუნებაში არსებობს სრულყოფილების მკაფიოდ შესამჩნევი გრადაცია ყოფიერების სხვადასხვა სახეობებში, რაც შესაძლებელია გაგებულ იქნას მხოლოდ აბსოლუტურად სრულყოფილი არსების ანუ ღმერთის არსებობისას.
ეს მტკიცებულება ჯერ შეიძლება საკმაოდ რთულად მოგვეჩვენოს, მაგრამ მარტივი მაგალითი დაგვეხმარება მისი არსის გაგებაში:თუკი გაქვთ სახაზავი, ვთქვათ, 30 სმ სიგრძის, თქვენს კოლეგას კი – 50 სმ, თუკი არსებობს რულონად დახვეული მეტრები და გაზომვის სხვა საშუალებები, ესე იგი ეს ყოველივე არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად არსებობს სივრცის ზომვითობა (მისი გავრცობადობა სხვადასხვა მიმართულებით) და სიგრძის იდეა.
ზუსტად ასევე შესაძლებელია ანალოგიური მაგალითების მოყვანა წონის, დროისა და ა.შ. საზომებით. მაგრამ ბუნებაში ვაკვირდებით გრადაციის უფრო რთული ფორმებსაც, მათ შორის კი უნიკალური ადგილი ეკუთვნის სრულყოფილების “ აღმავალ კიბეს” როგორც ცოცხალ, და არაცოცხალ ბუნებაში, ისე ადამიანთა საზოგადოებაში, აგრეთვე თვით ადამიანებს შორისაც: არსებობს, მაგალითად ლამაზი და მახინჯი ხეები, არის უბრალო, არაფრით გამორჩეული, არის “უბრალოდ” ლამაზი, მაგრამ გვხვდება საოცრად ლამაზი, სრულყოფილი ნიმუშები. და ასე არა მხოლოდ ხეების სახეობებს შორის, არამედ თევზების, ცხოველების, ადამიანთა რასებს შორისაც და ა.შ. – ყველგან შეიძლება იპოვო მეტად თუ ნაკლებად სრულყოფილი სახეობა. მაგრამ სრულყოფილების ეს სხვადასხვა ხარისხი არაცოცხალ ბუნებაში (მაგალითად, ქვებს შორის), საგნების, ცოცხალი არსებების ცალკეულ სახეობებს შორის, ვერ იარსებებდა, თუკი მათთვის არ იქნებოდა აბსოლუტური სრულყოფილების რეალურად არსებული საზომი, რომელსაც, მართალია, ჩვენ ვერ ვპოულობთ მატერიალურ სამყაროში, მაგრამ რომელსაც არ შეუძლია არ იარსებოს, და ეს სრულყოფილება არს ღმერთი!
ამაში მდგომარეობს მოცემული მტკიცებულების არსი.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ საიდანაც არ უნდა დავიწყოთ ადამიანის გარშემო მდებარე სამყაროს განხილვა, ყოველ გზას უცილობლად მივყავართ მისკენ, ვინც ის შექმნა და შეამკო, ვინც მას მუდმივად ასაზრდოებს და მიმართულებას აძლევს, და ვის გარეშეც ერთი წამიც კი ვერ იარსებებდა – ღმერთისაკენ.
 
სურათი
Back
Top