თემა გოდერძი ჩოხელი

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,027
6,936
დრო ფორუმზე
132დ 16ს 58წ
images

გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია ''ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია, ხოლო 1980 წლიდან კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1997 წლიდან იბეჭდება მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში.
1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი ''წერილი ნაძვებს". წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ''ბინდისფერი სოფელი", ''თევზის წერილები", ''შემინახე,დედაო მიწავ!", ''სულეთის კიდობანი", ''არჩევნები სასაფლაოზე". ლექსების კრებული ''ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე ''შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: ''მგელი", და ''მღდვლის ცოდვა".
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ''ნამეხარი მუხა", ''ადგილის დედა", 1982 წელს გერმანიაში ქ.ობერჰაუზენში,მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.
1980 წელს გადაიღო ''ბაკურხეველი ხევსური".
1981 წელს - ''აღდგომა".
1984 წელს - ''ადამიანთა სევდა".
1986 წელს - ''წერილი ნაძვებს".
1988 წერს - ''უცხო".
1989 წელს - ''თეთრი ალამი".
1990 წელს - ''ცოდვის შვილები". ფილმს მიღებული აქვს პრიზები:
1990 წელს მონტე-კარლოში კინოფესტივალზე მიიღო 2 პრიზი, ვერცხლის ნიმფა და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი.
1992 წელს იაპონიაში ქ. ხიროსიმაში ჟიურის სპეციალური პრიზი.
1992 წელს მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო პრემია თბილსში გამართულ კინოფესტივალზე, სახელწოდებით„ოქროს არწივი",საუკეთესო სცენარისათვის ჟიურის სპეციალური პრიზი.
1997 წელს გამოვიდა „სამოთხის გვრიტები".
1998 წელს- „ლუკას...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
ბოლო რედაქტირება:

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,027
6,936
დრო ფორუმზე
132დ 16ს 58წ
"გუდამაყარში მაღალი მთებია და როცა მთვარე ამოდის, ძნელი გასარჩევია, დღეა თუ ღამე. სათიბი მაღლა გვქონდა მთაში. დედაჩემს ეგონა, გათენდა, არადა, უშველებელი მთვარე ანათებდა. ღამით ჩრდილებმა უსაშველოდ იციან დაგრძელება. მივდივართ. დედაჩემი წინ მიმიძღვის. უცებ ვხედავ, გორაზე შედგა და მთვარის შუქმა ისე დაჰკრა ბეჭებზე, რომ დედის ლანდი დაგრძელდა, დაგრძელდა, დაგრძელდა, ხევში ჩავიდა, ხევიდან ამოვიდა, გორა გადაიარა, მერე სადღაც გადაიკარგა, მალე მეორე მთაზე აღმოჩნდა, იმ მთას გადასცდა, კიდევ იქით აუყვა, აუყვა და დაიკარგა. შევხედე და დავინახე შრომისგან ნაჯაფი, დაჩიავებული დედაჩემი, და ამ დროს მისი ამხელა ლანდი მთელი გუდამაყრის მთებს გადაწვდა. მაშინ ვამთავრებდი რომანს ,,ადამაიანთა სევდა'' და გამიხარდა, რომ დასასრული ვიპოვე. აი, რა აზრი დამაბედა: სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა, იმიტომ რომ ერთხელაც დედა აღარ იქნება და მაშინ მოვა დასასრული."

EEDYIvR.jpg
 
სურათი

Back
Top Bottom