- 13/1/23
- თემებითემები
- 2,564
- 2,194
- დრო ფორუმზე
- 24დ 16ს 18წ

მარცხენა გვერდზე წოლისას ადამიანი კარგად იძინებს და დილაობით თავს დასვენებულად გრძნობს, – აცხადებენ ნორვეგიელი და დანიელი მეცნიერები, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს ძილისთვის იდეალური პოზის დასადგენად.
ექსპერიმენტი, რომელშიც 20-დან 65 წლამდე ასაკის 1119 მამაკაცი და ქალი მონაწილეობდა, ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ძილის დროს სხეულის მდგომარეობასთან, და რომ მარცხენა გვერდზე წოლა ოპტიმალური პოზიციაა.
გარდა თანამედროვე კვლევებისა, მარცხენა გვერდზე ძილის სარგებლობას ადასტურებს ინდური ხალხური მედიცინის ტრადიციული სისტემა აიურვედაც, რომელიც სანსკრიტზე „სიცოცხლის ხელოვნებას“, „სიცოცხლის მეცნიერებას“, ან „სიცოცხლის ხანგრძლივობის ცოდნას“ ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ აიურვედა ფსევდომეცნიერებად მიიჩნევა, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, რა მიზეზებით ანიჭებს ინდური ხალხური მედიცინა უპირატესობას მარცხენა გვერდზე ძილს. ქვემოთ ხუთ ასეთ მიზეზს ჩამოვთვლით.
- ხელს უწყობს საჭმლის მონელებას – ეს დაკავშირებულია ადამიანის სხეულის ანატომიასთან. კუჭი და პანკრეასი სხეულის მარცხენა მხარესაა განლაგებული. ამ ორგანოებზე მსუბუქი დაწოლა კი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გააქტიურებასა და პანკრეასის ფერმენტების უკეთ გამოყოფას, რაც საწმლის მონელებას აუმჯობესებს.
- აიურვედას სწავლების თანახმად, სხეულის მარცხენა მხარე – ეს ლიმფური სისტემის დომინანტაა. ლიმფური სისტემა მკვებავი ნივთიერებების ორგანიზმში გადატანასა და ნარჩენების ფილტრაციაზე აგებს პასუხს. როცა ადამიანს მარცხენა გვერდზე სძინავს, ის ლიმფურ ნაკადს მისი ფუნქციის შესრულებაში ეხმარება. ამ გზით „შლაკებისა“ და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოძევება უფრო იოლი ხდება.
- იცავს გულს – აორტა, მთავარი „დამრტყმელი“ არტერია, გულიდან საყლაპავის მარცხნივ გადის. როდესაც ადამიანი მარცხენა გვერდზე იძინებს, ის სიმძიმის ძალას ინარჩუნებს და...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.