Crypto ილონ მასკის ხუმრობამ დოჯქოინი ისევ (DOGE) გააძვირა

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
Crypto

Daria 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
მოდერატორი
12/2/24
თემებითემები
1,098
1,113
დრო ფორუმზე
85დ 16ს 41წ
ამერიკული საფეხბურთო ლიგის სუპერ ბოულის ფინალური შეხვედრის დღეს ილონ მასკმა მილიარდერ რუპერ მერდოკთან ერთად, Meme მონეტების – დოჯქოინსა (DOGE) და შიბა ინუს (SHIB) შესახებ ისაუბრა. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ DOGE-ის ფასი 7%-ით გაზრდილიყო.

მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ მერდოკთან საქმიანი საუბარი ჰქონდა. ერთ-ერთმა გამომწერმა იქვე კითხვა დაუსვა, თუ რა თემაზე ისაუბრეს, რაზეც მასკმა მოკლედ უპასუხა – „დოჯქოინზე“. სწორედ ამას მოჰყვა ყველაზე პოპულარული Meme მონეტის გაძვირება. რა თქმა უნდა, მასკმა იხუმრა, მაგრამ ბაზარმა ამას ყურადღება აღარ მიაქცია.

როგორც ცნობილია, მასკი კრიპტო ვალუტების, კონკრეტულად კი ბიტკოინის (BTC) და დოჯქოინის (DOGE) თავგამოდებული მომხრეა. ის ამას პრაქტიკულადაც განამტკიცებს – კომპანია „ტესლას“ აქსესუარების და სუვენირების ნაწილს, ის დოჯქოინებში ჰყიდის.

მასკის ტვიტებმა ბოლო წლებში დოჯქოინის და შიბა ინუს (SHIB) გაძვირება არაერთხელ გამოიწვია.

დოჯქოინის (DOGE) ფასი წელს 19%-ით არის გაზრდილი, ოღონდ ამჯერად ეს პროცესი, კრიპტო ბაზრის ზრდის პარალელურად მიმდინარეობს და მასში მასკის გამონათქვამებს წილი არ მიუძღვის.

მერდოკთან საუბრის შესახებ მასკის ტვიტმა, უფრო ძლიერ Meme მონეტა ფლოკი ინუზე (Floki Inu) იმოქმედა, რომელიც ერთ საათში 35%-ით გაძვირდა. შიბა ინუს (SHIB) ფასის ზრდა გაცილებით მოკრძალებული, 5%-იანი იყო.

გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top