სტატია იწვევს თუ არა სიცივე გაციებას — რატომ არის ავადმყოფობები ზამთარში უფრო ხშირი

სტატია

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,017
6,909
დრო ფორუმზე
132დ 12ს 58წ
იწვევს თუ არა სიცივე გაციებას — რატომ არის ავადმყოფობები ზამთარში უფრო ხშირი #1tvმეცნიერება




ალბათ ბევრჯერ გექნებათ გაგონილი ფრაზა „ზამთარში გარეთ სველი თმით ან ქურთუკის გარეშე გარეთ არ გახვიდე, თორემ გაცივდები“.

ეს სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც სხვა ბევრ რამეში, რეალობა აქაც ბევრად უფრო რთულადაა. სიმართლე ასეთია — ის, რომ გცივათ, გაციების მიზეზი არ არის. თუმცა, ცივი ამინდი ნამდვილად აადვილებს, რომ მარტივად „დაიჭიროთ“ რესპირატორული ვირუსები, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციების ან გრიპის ვირუსები.
კვლევები ასევე აჩვენებს, რომ დაბალ ტემპერატურაზე უფრო მაღალია COVID-19-ით ინფიცირების რისკი.
მრავალი ვირუსი, მათ შორის რინოვირუსი — ჩვეულებრივი გაციების მთავარი გამომწვევი — გრიპი და COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 დაბალ ტემპერატურასა და დაბალ ტენიანობაში უფრო დიდხანს რჩება ინფექციური და უფრო სწრაფად მრავლდება.
ეს და კიდევ ის ფაქტი, რომ ცივ ზამთარში ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ დახურულ სივრცეებში და ერთმანეთთან ახლო კონტაქტში — ის ძირითადი ფაქტორებია, რომელთა გამოც, მიკრობები უფრო ადვილად ვრცელდებიან.
გრიპს და რესპირატორულ-სინციტიურ ვირუსს (RSV) ახასიათებთ შემოდგომისა და ზამთრის განსაზღვრული სეზონურობა.

თუმცა, COVID-19-ის ახალი შტამებისა გამოჩენისა და წინა ინფექციების ან ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტის დროთა განმავლობაში შემცირების გამო, COVID-19 ტიპური ცივი ამინდის რესპირატორული ვირუსი არ არის. მაგალითად, 2020 წლის შემდეგ, COVID-19-ის შემთხვევები ყოველ ზაფხულს იზრდება.
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ციტატის შინაარსის სანახავად!
უფრო კონკრეტულად, ცივი ამინდი გრიპის ვირუსის გარე მემბრანას ცვლის, რაც მას უფრო მტკიცესა და დრეკადს ხდის. მეცნიერთა აზრით, ეს რეზინისებრი საფარი ვირუსს ადამიანიდან ადამიანში გადასვლას უადვილებს.
პრობლემას მხოლოდ ზამთრის ცივი ჰაერი როდი წარმოადგენს. გარდა სიცივისა, გრიპის გავრცელებებთან დაკავშირებულია მშრალი ჰაერიც. იმიტომ, რომ ზამთრის მშრალი ჰაერი გრიპის ვირუსს კიდევ უფრო ეხმარება, რომ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom