- 16/12/22
- თემებითემები
- 3,027
- 6,936
- დრო ფორუმზე
- 132დ 16ს 58წ

ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი (ინგლ. Jennifer Shrader Lawrence; დ. 15 აგვისტო, 1990, ლუისვილი, კენტუკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. არის ოქროს გლობუსისა და ოსკარის ჯილდოების ლაურეატი.
ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი დაიბადა 15 აგვისტოს 1990 წელს ლუისვილში (შტატი კენტუკი, აშშ) სამშენებლო ფირმის მუშაკის ჰარი ლოურენსისა და საბავშვო ბანაკის მომუშავე კარენ ლოურენსის ოჯახში[. უკვე 14 წლის ასაკში გოგონამ მტკიცედ გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი და სთხოვა მშობლებს წაეყვანათ ის ნიუ-იორკში, იმისათვის რომ იქ თავისთვის აგენტი ეპოვა. სააგენტოებმა მისი სამსახიობო უნარებს მაღალი შეფასება მისცეს, იმისდა მიუხედავად, რომ მას არ გააჩნდა სამუშაო განათლება და გამოცდილება. მან დაამთავრა სკოლა ექსტერნით 2 წლით ადრე, იმისათვის რომ აქტიურად დაეწყო გადაღებები.