თემა ჯო დასენი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,021
6,919
დრო ფორუმზე
132დ 15ს 15წ
ჯო დასენი



მან მხოლოდ 42 წელი იცხოვრა და სიყვარულზე შექმნილი ათობით სიმღერა დატოვა. ჯო დასენის გარდაცვალების შემდეგ პრესაში გაჩნდა უამრავი სტატია, რომლებშიც წერდნენ მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული მომღერლის სასიყვარულო ისტორიებზე და, სხვათა შორის, იმაზეც, რომ მისი უკანასკნელი სიყვარული გახდა მომღერლის ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი...

ამბობდნენ, რომ ჯო თავის პირველ ცოლს - მარიზ მასერას ღალატობდა. იმასაც წერდნენ, რომ ჯომ საყვარლების ცვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარიზი შეიცვალა - ქალი დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებდა დაფეხმძიმებას, რამაც მის ფსიქიკაზე იმოქმედა...
მრავალრიცხოვანი საყვარლების მიუხედავად, მომღერლის მეგობრების მტკიცებით, ჯოს ცხოვრებაში მხოლოდ მისი ორი ცოლი - მარიზი და კრისტინი არსებობდნენ და სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ მომღერლის ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი...
ამერიკული წარმოშობის ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორი ჯო დასენი (ჯოზეფ აირა დასენი) კინორეჟისორისა და მევიოლინეს ოჯახში დაიბადა.
ჯო პატარა ბიჭი იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ, რამაც უდიდესი სულიერი ტკივილი მიაყენა, თუმცა ორივე მშობელთან შესანიშნავი ურთიერთობა შეინარჩუნა.
მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლის დროს, გიტარაზე დაკვრა ჯოსთვის მხოლოდ ჰობი იყო და დიდხანს ფიქრობდა, რომელი პროფესია აერჩია სამომავლოდ - მომღერლის, ეთნოგრაფისა თუ მსახიობის.
თავიდან, სანამ თავის სტილს იპოვიდა, დეტროიტის ღამის კაბარეში მღეროდა და ამერიკული ხალხური სიმღერებისა და ფრანგული შანსონის შერწყმას ცდილობდა. დიპლომის აღების შემდეგ ახალგაზრდა ჯო დასენი საფრანგეთში დაბრუნდა და ორი ფილმის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, რამაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა.

jo-daseni_o_h.jpeg

ჯო დასენმა მომავალი მეუღლე 1963 წლის 13 დეკემბერს, ერთ-ერთ კოსტიუმირებულ საღამოზე გაიცნო. ჟანა დ’არკის კოსტიუმში გამოწყობილი მარიზის ყურადღება სიმპათიურმა ყმაწვილმა მიიპყრო. მას შავი, მაღალყელიანი ჩექმები, შავი ატლასის შარვალი და თეთრი აბრეშუმის შეხსნილი პერანგი ეცვა და ლოყაზე ნაიარევი ეტყობოდა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
ბოლო რედაქტირება:

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,021
6,919
დრო ფორუმზე
132დ 15ს 15წ
სურათი

Back
Top Bottom