თემა ქაფშია

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,249
7,118
დრო ფორუმზე
130დ 8ს 58წ
405px-Ansjovis.jpg

ქაფშია, ქამსა (ლათ. Engraulis encrasicolus) — თევზი ქაფშიასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა ჩვეულებრივ 12–15 სმ, არაუმეტეს 20 სმ-ისა. მაქსიმალური სარეკორდო წონა 49 გ. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. წაგრძელებული სხეული აქვს. ხმელთაშუა ზღვაში იზამთრებს 150–200 მ სიღრმეზე, ხოლო შავ ზღვაში 140 მ სიღრმეზე. ახასიათებთ კვებასთან, გამრავლებასთან და დაზამთრებასთან დაკავშირებული მიგრაციები. ცოცხლობს 3–4 წელი. სქესობრივ სიმწიფეს შეუძლია ცხოვრების პირველსავე წელს მიაღწიოს. იკვებება წვრილი პლანქტონური კიბოსნაირებით. რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია აზოვისა და შავ ზღვებში. თანამედროვე ლიტერატურაში ადრე გამოყოფილი ცალკეული ქვესახეობები შავი ზღვის ქაფშია (ლათ. Engraulis encrasicholus ponticus) და აზოვის ზღვის ქაფშია (ლათ. Engraulis encrasicholus maeoticus) შავი ზღვის და აზოვის პოპულაციებისთვის არ განიხილება. ქაფშია დიდ ქარავნებად გვხვდება შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში. მსუქანი და გემრიელი თევზია.
 
სურათი

Back
Top