სტატია ქართული ნამუსით შეძრული მტერი, ანუ ამბავი ღვთისია გოჩაშვილისა

სტატია

მარიამი 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
13/1/23
თემებითემები
127
0
დრო ფორუმზე
24დ 17ს 11წ
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
© press-service of the Cultural Heritage of Georgia


ის ფაქტი, რომ ჩვენი წინაპრები ნაძრახ სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებდნენ, ერთეულთა ახირება და პოზა კი არ იყო, არამედ, ზოგადად, ერის ცხოვრების წესი.
ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ბერძენი სწავლული და მხედართმთავარი ქსენოფონტე ასე აგვიწერს ბერძენთა ლაშქრობას დიაოხზე — შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე უძველეს ქართულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნზე:
ბერძნების ათი ათასიანი ლაშქარი თავს დასხმია უძველეს ქართულ ტომს. დიაოხებს თავი მიუვალი კლდეებისთვის შეუფარებიათ და პირუტყვიც თან გაურეკავთ. მაგრამ ბერძნებს მათი თავშესაფრისთვის მიუგნიათ და, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მაინც მოუხერხებიათ მთის წვერზე ასვლა.

„მაშინ ჩვენ წინ გადაიშალა საშინელი სანახაობა: ქალები შვილებს ყრიდნენ და მერე თვითონაც ცვიოდნენ კლდიდან უფსკრულში. მამაკაცებიც ასევე იქცეოდნენ“.
იმ ლაშქრობისას ბერძნებს ძალიან ცოტა ტყვე უგდიათ ხელთ, ვინაიდან დიაოხები სიკვდილს ამჯობინებდნენ მონობაში სიცოცხლეს.
ასე იყო იმ უძველეს დროში, ძველი წელთაღრიცხვით XII-VIII საუკუნეებში, ასე იყო მერეც — მრავალი ასწლეულის განმავლობაში...
1830 წლის 30 დეკემბერს დიდოელმა ნაიბმა ამირხანმა შეიარაღებული ლეკები ქართული სოფლების საძარცვავად დაძრა. თუშეთში გადმოვიდნენ და დიკლოს მიადგნენ. სოფლის განაპირას ღვთისია გოჩაშვილის ოჯახი ცხოვრობდა თურმე და ლეკებიც პირველად მის კოშკს დასცემიან თავს.
სასტიკი წინააღმდეგობა გაუწევია მამაც თუშს მომხდურებისთვის, ცოლი თოფს უტენიდა, ღვთისო კი ზუსტი გასროლით თავბედს აწყევლინებდა ლეკებს. მერე ტყვია გასთავებია გოჩაშვილს. დადუმებულა მისი თოფი, მაგრამ ლეკები მაინც ვერ ბედავდნენ მის სახლთან მიახლოებას.
ბოლოს გადაუწყვეტია თუშს, ხმალდახმალ გავეჭრები და დავერევიო ლეკებს. გამოთხოვებია ოჯახს — ცოლ-შვილს, დედას, დასა და კიდევ სტუმრად მყოფ ნათესავ ქალს, კარს მისწვდენია გასაღებად და ცოლს დაუჭერია ხელი: გახვალ და მოგკლავენ, მერე ქალებს...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom