- 13/1/23
- თემებითემები
- 127
- 0
- დრო ფორუმზე
- 24დ 17ს 11წ

ქალბატონმა ნანიმ თითქოს დრო შეაჩერა – ის დღესაც ისეთივე დახვეწილი და ელეგანტურია, როგორც მრავალი წლის წინ.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ნანი ბრეგვაძეს დღეს, 21 ივლისს 87 წელი შეუსრულდა.
ნანი ბრეგვაძის სიმღერებზე არაერთი თაობა აღიზარდა, მრავალი ადამიანისთვის გახდა ის შთაგონების წყარო. ნიკოლოზ რაჭველმა ერთ-ერთ იუბილეზე მას ემოციური სიტყვები მიუძღვნა: „თუ ქართულ (და არა მარტო) სიმღერაში არსებობს მწვერვალი, ის ნამდვილად მისი დამკვიდრებულია და ძალზე რთულია მის სტანდარტთან მიახლოება. მისი გემოვნება, შემოქმედებითი ცხოვრების გზა, ღვთისნიერება და პიროვნული ღირსებები მაგალითი იყო, არის და იქნება ჩემთვის მუდამ!“
მართლაც, უსაზღვრო ნიჭი, საოცარი სინაზე, ხელოვნებისადმი სიყვარული და, რაც მთავარია, კაცთმოყვარეობა, რომელიც მის თითოეულ სიმღერაში იგრძნობა, დღესაც იპყრობს მილიონობით ადამიანის გულს. ნანი ბრეგვაძე დღემდე წარმატებით გამოდის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენაზე.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი.

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ნანი ბრეგვაძის ოჯახში ყველა მღეროდა. როგორც თვითონ ამბობს, სიმღერა გენეტიკურად ერგო. მართლაც, დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, ხოლო დედა და მისი ხუთი და-ძმა ასევე არაჩვეულებრივად მღეროდნენ. პატარა ნანი უკვე 6 წლის ასაკში ასრულებდა ძველ რუსულ სიმღერებს და რომანსებს გიტარის თანხლებით.
მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ის თბილისის სახელმწიფო...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
ბოლო რედაქტირება: