სპორტი ლევანდოვსკი: "დისკომფორტი ვიგრძენი, იყო ტკივილიც"

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი
სპორტი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,302
7,239
დრო ფორუმზე
132დ 27წ
პოლონეთის ნაკრებმა ერთა ლიგის A ლიგის პირველ ჯგუფში ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო. "არწივებმა" გასვლაზე შოტლანდიას მოუგეს, ანგარიშით 2:3.

მატჩი შედეგიანი გამოდგა "ბარსელონას" 36 წლის ცენტრფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკისთვის. გამოცდილმა თავდამსხმელმა ჯერ საგოლე გადაცემა მიითვალა, მერე კი გოლიც გაიტანა. შეხვედრის 72-ე წუთზე ლევანდოვსკი შეცვალეს, რის მიზეზზეც მან მატჩის შემდეგ ისაუბრა.

"რატომ შემცვალეს? დისკომფორტი ვიგრძენი, შემდეგ იყო ტკივილიც. მივხვდი, რომ თუ დღეს გავრისკავდი, ხვალ ან ზეგ შეიძლება ვითარება გაუარესებულიყო. გუნდისა და ჩემი კეთილდღეობისთვის, მოედნიდან გასვლა გადაწყდა.

ეს სეზონი ძალიან დატვირთული იქნება. შეიძლება 70 მატჩის თამაში მომიწიოს, ამიტომ ჩემს ჯანმრთელობასა და ენერგიას უნდა მოვუფრთხილდე," - თქვა რობერტმა.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ სეზონი ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო. საკლუბო და სანაკრებო მატჩებს თუ გავაერთიანებთ, 5 შეხვედრაში მისი მონაგარი 5 გოლი და 2 ასისტია.

პოლონელებს მომდევნო მატჩი ზეგ, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ელოდებათ. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
 
სურათი

მსგავსი თემები


Back
Top Bottom