სტატია მეცნიერებმა შემდეგი პანდემიის შესაჩერებლად ახალ გზას მიაგნეს

სტატია

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,270
7,149
დრო ფორუმზე
130დ 22ს 42წ
მეცნიერებმა შემდეგი პანდემიის შესაჩერებლად ახალ გზას მიაგნეს

კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებით და აღდგენით შეიძლება თავიდან ავიცილოთ მომავალი პანდემიები.

სპეციალისტებმა შექმნეს კომპიუტერული მოდელები ბოლო 25 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. მონაცემები მოიცავს ინფორმაციას ღამურის ქცევის, განაწილების, გამრავლებისა და საკვების ხელმისაწვდომობის, კლიმატის, საცხოვრებელი გარემოს დაკარგვის შესახებ. მოდელებმა აჩვენეს, რომ როდესაც ღამურები კარგავენ თავიანთ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს და განიცდიანს ზამთარში საკვების შემცირებას, მათი პოპულაციები იშლება უფრო მცირე ზომებად, რომლებიც სახლდებიან ადამიანების გვერდით. ამის გამო ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ ღამურების ახალი ვირუსით.

ამავდროულად, იმ წლებში, როდესაც ზამთრის თვეებში ღამურებს ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში ბევრი საკვები იყო, ისინი ტოვებდნენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს.
„ამჟამად, მსოფლიო ორიენტირებულია შემდეგი პანდემიების პრევენციის გზების ძიებაზე. ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი არის ცხოველთა ბუნებრივი სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნება“, - ხაზგასმით აღნიშნეს მკვლევარებმა.

სასოფლო-სამეურნეო ადგილებში, პათოგენები შეიძლება გავრცელდეს შარდისა და განავლის საშუალებით. როდესაც გარეული ცხოველების გამონაყოფი მიწაზე ეცემა, ცხენები და სხვა ცხოველები, რომლებიც ამ ადგილას ძოვენ, ინფიცირდებიან.
საბოლოო ჯამში ისინი გამოდიან შუალედური მასპინძლის როლში და გადასცემენ ვირუსს ადამიანებს.
 
სურათი

Back
Top