- 16/12/22
- თემებითემები
- 3,268
- 7,147
- დრო ფორუმზე
- 130დ 21ს 41წ

მითი ამირანის შესახებ ძალზედ ძველია და მას ფესვები წარმართულ ხანაში აქვს გადგმული. იქიდან გამომდინარე, რომ თქმულება ქრისტიანობის წინარე ეპოქაშია შექმნილი, სავსებით გასაგებია მისი ფასი და მნიშვნელობა ქართველი ხალხის მსოფლმხედველობის წარმოგდენისათვის, ასევე უძველეს ხალხურ წარმოდგენათა მეცნიერულ გააზრებისთვის ამირანის პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაში პრომეთეა.
ჩვენ არა გვაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ პრეისტორიულ ხანაში პრომეთეს ამირანი ეწოდებოდა. საქართველოში ამირანი, თვითონ სახელი „ამირ“ უფრო იმ პერიოდთან არის დაკავშირებული, როდესაც უკვე სპარსული კულტურა შემოდის საქართველოში. ამირან დარეჯანისძე – „ამირ ანდარე ჯეჰან“ ნიშნავს „მბრძანებელი ქვეყნისა“, მეუფე ქვეყნისა“, ეს სპარსული ტერმინია. სახელი ამირანი აშკარად სპარსული წარმოშობისაა და არ ასახავს ამ არსების რაობას. პრეისტორიულ ხანაში ამ არსებას ალბათ ჰქონდა უფრო ძველი პროტოქართული შესატყვისი.
ამირანი
ლეგენდის თანახმად ამირანი გახლდათ ნადირობის ქალღმერთის - ოქროსთმიანი დალის შვილი. დალიმ ქალღმერთობისთვის უღალატია და მოკვდავი დარჯალანი შეჰყვარებია. მამაც მონადირეს საოცრად ეჭვიანი და ბოროტი ცოლი ჰყავდა. მან ადვილად მიაგნო შეყვარებულების ადგილსამყოფელს, მძინარ ქალს ჩუმად მიეპარა და ოქროს ნაწნავები ძირში წააჭრა. ცოლზე გაბრაზებული დარჯალანი შინ დაბრუნდა და მას მერე ქალღმერთთან არც გამოჩენილა. დალი მონადირისგან ფეხმძიმედ დარჩა. თმის დაკარგვასთან ერთად ძალაც დაკარგოდა და მშობიარობის უნარი არ შესწევდა. ქალის კივილი კეთილ მონადირე სულკალმახს გაუგია და მის დასახმარებლად წასულა. დალიმ მონადირეს თავისი ამბავი მოუყვა და სთხოვა: მისთვის ალმასის დანით მუცელი გაეჭრა და ბავშვი ამოეყვანა. თუ ვაჟი იქნებოდა ამირანი დაერქვა. ბავშვს მუცლიდან ამოყვანის შემდეგ სამი თვე დეკეულის მუცელში უნდა გაეტარებინა ხოლო სამი თვე კუროს ფაშვში. ამის შემდეგ მონადირეს ჩვილი ოქროს აკვანში უნდა ჩაეწვინა და აკვანი იამანის წყაროზე დაედგა. იქ მისი მომნათლავი გამოივლიდა და ბავშვს მონათლავდა. ქალღმერთმა სულკალმახს ისიც გაუნდო, რომ მისი შვილი გმირი...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.