- 12/2/24
- თემებითემები
- 1,098
- 1,115
- დრო ფორუმზე
- 85დ 16ს 51წ
სააგენტო როიტერსი, კრიპტო აქტივების კომპანია „კოინშეარზის“ (CoinShares) ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მსხვილმა ინვესტორებმა ისევ დაიწყეს ბიტკოინის (BTC) შესყიდვა. კერძოდ, ციფრულ აქტივებში გასულ კვირაში ჯამში 117 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს კი შარშანდელი ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ყველაზე მეტი ინვესტიცია, რა თქმა უნდა, ბიტკოინმა (BTC) მიიზიდა, რომლის ფასიც იანვარში 40 პროცენტით გაიზარდა. ამაზე მკვეთრი ზრდა, ამ კრიპტო ვალუტაზე მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო ათ წელიწადში, ბიტკოინს (BTC) იანვარში ამაზე უკეთესი ზრდა მხოლოდ ერთხელ ჰქონდა.
კრიპტო ბაზრის ზრდას ხელს უწყობს მაკროეკონომიკური სურათის გაუმჯობესება, რასაც პირველ რიგში, ინფლაციის ზრდის შეჩერება და რიგ ქვეყნებში, კლებაც კი განაპირობებს. ეს ინვესტორებს იმის იმედს აძლევს, რომ ეგრეთ წოდებული კრიპტო ზამთარი დასრულდა, ან მალე დასრულდება.
შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა, დოლარზე განაკვეთის ზრდის ციკლის შენელებას და შეჩერებას აპირებს, რაც ბაზარზე რისკიან აქტივებზე მოთხოვნას გაზრდის. ამან კი, კრიპტო აქტივებზე მოთხოვნის და ამის კვალად, ფასის ზრდა უნდა გამოიწვიოს.
ოფციონების ბაზარზე აქტივობის ზრდა მიანიშნებს, რომ ინვესტორები, ფედრეზერვის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე აპირებენ შესყიდვების დაწყებას. ეს კი გვეუბნება, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ფედრეზერვის გადაწყვეტილებას.
ბიტკოინთან (BTC) ერთად, იზრდება სხვა კრიპტო ვალუტებით დაინტერესებაც. ამ აქტივების შესყიდვების მოცულობა ერთკვირიან პერიოდში 11%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორებმა კრიპტო ბაზარზე დაბრუნება დაიწყეს.
პლატფორმა „კოინგლასის“ (Coinglass) მონაცემებით, ბიტკოინის „შიშის და სიხარბის“ ინდექსი, 61-ის სიახლოვეს იმყოფება, რაც 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ ინდექსის დაბალი მაჩვენებელი ინვესტორების უკიდურეს შიშზე მიანიშნებს, მაღალი კი (100-თან ახლოს) კი ინვესტორთა სიხარბის – ყიდვისადმი მიდრეკილების ნიშანია.
...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.