თემა მურწა

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,021
6,919
დრო ფორუმზე
132დ 15ს 15წ
405px-Luciobarbus_mursa.jpg

მურწა (ლათ. Luciobarbus mursa) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 40 სმ, წონა 0,5 კგ. აქვს წაგრძელებული, თითისტარისებრი სხეული. დაფარულია წვრილი ქერცლით. შუბლი ამოზნექილია, გააჩნია ორი წყვილი ულვაში, ტუჩები ძლიერაა განვითარებული. სქესობრივად მწიფდება 2–3 წლისა. ტოფობს მაის-ივნისში, მდინარის ქვაქვიშიან ფსკერზე. ნაყოფიერება 3000–23000 ქვირითი. მტკნარი წყლის ბინადარია.

გავრცელებულია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ირანში. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე მტკვრის აუზის ყველა მდინარეში: ხრამში, არაგვში, ქსანში, ლიახვში, ფოცხოვისწყალში, იორში, ალაზანსა და მის შენაკადებში (ილტო, ხევისჭალა, სტორი, ლოპოტა, ჩელთი, დურუჯი, ბურსა, კაბალი), აგრეთვე ჯანდარის ტბაში, შედარებით ნაკლებადაა სიონის, თბილისისა და პალდოს წყალსაცავებში.

იკვებება ძირითადად წყლის მწერებითა და მათი მატლებით, აგრეთვე კიბოსნაირებით, დეტრიტითა და სხვა. გემრიელი და ძვირფასი თევზია, მაგრამ რაოდენობრივი სიმცირის გამო ნაკლები სარეწაო მნიშვნელობა აქვს. სპორტული თევზჭერის საკმაოდ კარგი და საინტერესო ობიექტია. მურწა სამხრეთ კავკასიის ენდემია. შიდა ქართლსა და კახეთში ციმორს უწოდებენ.

აღმოსავლეთ საქართველოში „მურწა“ ეწოდება მტკვრის წვერას, ხოლო თავად მურწას — „ციმორი“ (შდრ. ციმორი).
 
სურათი

Back
Top Bottom