თემა ნინო ანანიაშვილი

  • Thread starter Megi 
  • Დაწყების თარიღი

Megi 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი
30/1/23
თემებითემები
11
14
დრო ფორუმზე
14დ 22ს 55წ
375px-%D0%90%D0%BD%D0%B0%D0%BD%D0%B8%D0%B0%D1%88%D0%B2%D0%B8%D0%BB%D0%B8_%D0%9D%D0%B8%D0%BD%D0%B0_%D0%93%D0%B5%D0%B4%D0%B5%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%BD%D0%B0.jpg

ნინო ანანიაშვილი (დ. 19 მარტი, 1963, თბილისი) — ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი (1989), რუსეთის სახალხო არტისტი (1995).

ბიოგრაფია
ბალეტის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, 1973 წელს იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, შემდეგ კი სწავლა ქალაქ მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო, პედაგოგ ნატალია ზოლოტოვას ხელმძღვანელობით.

1977 წელს მოსკოვში განაგრძო მეცადინეობა დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა რაისა სტრუჩკოვასთან. 1980 წელს საბალეტო სასწავლებლის სპექტაკლში „კოპელია“ მისი სცენური დებიუტი შედგა. 1981 წელს ბოლშოის ბალეტში მიიღეს, როგორც სოლისტი და 1985-2004 წლებში ამ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო.

ნინო ანანიაშვილმა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე მოამზადა და შეასრულა მთავარი პარტიები ბალეტებში: „გედების ტბა“, „მძინარე მზეთუნახავი“, „ჟიზელი“, „რომეო და ჯულიეტა“ (ლ. ლავროვსკისა და ი. გრიგოროვიჩის ვერსიები) „რაიმონდა“; „დონ კიხოტი“, „კორსარი“, „მაკნატუნა“ (ი. გრიგოროვიჩის დადგმა), „ბაიადერა“, „ოქროს საუკუნე“, „სილფიდა“, „ფარაონის ასული“, „შოპენიანა“, „პატარა პრინცი“ და სხვა.

1988 წლიდან ნინო ანანიაშვილი გამოდიოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. ის იყო პირველი მოცეკვავე, ანდრის ლიეპასთან ერთად, ყოფილი სსრკ-დან, რომელიც მიიწვიეს ბალანჩინის თეატრში „ნიუ-იორკ სიტი ბალე”, სადაც იცეკვა ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებში „სიმფონია დო მაჟორი“, „აპოლო“, „რაიმონდა ვარიაციები“. იგი ასევე გამოდიოდა ინგლისის სამეფო ბალეტში (კოვენტ-გარდენი), დანიის სამეფო თეატრში.

1993-2009 წლებში ნინო ანანიაშვილი ამერიკული ბალეტის თეატრის (ABT) მიწვეული პრიმა-ბალერინა იყო. იგი შვედეთის, ნორვეგიის, პორტუგალიის, ფინეთის...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom