- 16/12/22
- თემებითემები
- 3,245
- 7,103
- დრო ფორუმზე
- 130დ 7ს 20წ

ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ასული ბახტაძე — დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დახვრიტეს, ხოლო დედა დააპატიმრეს და გადაასახლეს და ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ 1946 წელს გაათავისუფლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია. 8 წლის ასაკში დეიდებმა საცხოვრებლად წაიყვანეს აფხაზეთში, სოხუმში, სადაც სამი წელი გაატარა. ბიძები დაპატიმრებისა და დახვრეტის შემდეგ საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან გაგზავნეს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში.
1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაამთავრა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა დროს, მუშაობდა ასისტენტად უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, ასევე ახლად დაარსებულ ჟურნალ „ცისკარში“ ლიტ-მუშაკად და კინოსტუდია „ქართულ ფილმში" სასცენარო კოლეგიის წევრად. იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956–1957 წლებში, ჟურნალ „ნიანგში“ ბიბლიოთეკის სერიით, მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული — „ყურადღება, ვიწყებთ ვარჯიშს“, „გაუმარჯოს გიგილოს“, და „გლადიატორი“. 1957 წელს წამოვიდა სამსახურიდან, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. მის პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი მისი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილმა სპექტაკლებმაც და კინოფილმებმაც. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული და საბავშვო მოთხრობებიც, ასევე ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილები.
1951 წელს დაქორწინდა ნანული გუგუნავაზე, ჰყავდათ სამი შვილი: მანანა, ზაზა (გარდაიცვალა 5 წლის ასაკში) და ქეთევანი. 1967–1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი, 1972 წლიდან იყო...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
ბოლო რედაქტირება: