- 16/12/22
- თემებითემები
- 3,270
- 7,149
- დრო ფორუმზე
- 130დ 22ს 24წ
ქართველები დამოუკიდებელი საქართველოს დროშით, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველად 1993 წელს კანადაში, ჰამილტონში გამოჩდნენ და მომდევნო 30 წლის მანძილზე, ასეთი საოცარი მონაგარი არასოდეს ჰქონიათ. 2023 წლის მაისში, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ალი ბინ ჰამად ალ-ატიაჰის არენაზე, საქართველოს ეროვნული ჰიმნი ორჯერ აჟღერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად ისტორიაში, ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე, ორი ჩემპიონი გვყავს. 81 კგ წონით კატეგორიაში, კვლავ უმაღლესი კლასი აჩვენა, 23 წლის ხაშურელმა ტატო გრიგალაშვილმა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. როგორც 2022 წელს ტაშკენტში, ახლაც, ფინალი ტატომ ბელგიელ მატიას კასეს მოუგო. ტატო გრიგალაშვილმა გაიმეორა თემურ ხუბულურის მიღწევა, რომელმაც 1979 და 1981 წლებში, მსოფლიო ჩემპიონობა ასევე ორჯერ იზეიმა. საინტერესოა, რომ ხუბულურმაც ორივე ფინალში ბელგიელ ძიუდოისტს რობერტ ვან დე ვალეს აჯობა. „ძალიან ბედნიერი ვარ, უკვე ორჯერ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, ამ მიღწევით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი ვარ, ეს ძალიან მაგარი გრძნობაა“ - აღნიშნა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც 81 კგ წონითი კატეგორიის უპირობო ლიდერია. საქართველოსთვის ისტორიული შედეგი დაფიქსირდა 90 კგ წონით კატეგორიაშიც, სადაც პირველად ქართული ფინალი შედგა. 25 წლის ხაშურელმა ლუკა მაისურაძემ, ოლიმპიური ჩემპიონი, 22 წლის არხილოსკალოელი ლაშა ბექაური ვაზარით დაამარცხა. ერთ წონაში საქართველომ სუპერ მაქსიმუმი - ოქრო და ვერცხლი მიიღო. „რომ ვიაზრებ რომ ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონად უნდა მომიხსენიონ, მართლა არ მჯერა, დრო რომ გავა ალბათ, მაშინ მივხდები რა გავაკეთე, ჯერ ვერ ვხდები მართლა. პირველ რიგში, რაც მინდა ახლა გავაკეთო, მინდა მამაჩემს ჩავეხუტო. ის აქ არის დოჰაში, ფინალის წინ დარბაზში იმყოფებოდა, მაგრამ ემოციისგან ფინალს ვერ უყურა და წავიდა. ამ ყველაფერს ვულოცავ საქართველოს, რომელსაც ერთ წონაში ჰყავს ოლიმპირი და მსოფლიო ჩემპიონები, სხვა ძალიან მაგარი ძიუდოისტები “ - ემოციებს ვერ მალავდა ფინალის შემდეგ ლუკა მაისურაძე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგშიც პირველი გახდა. 2023 წლის მსოფლიომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ 60 კგ წონით...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.