Crypto კარდანოს ADA-ს ფასი შეიძლება 0.15 დოლარამდე დაეცეს

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
Crypto

Daria 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი
12/2/24
თემებითემები
1,098
1,115
დრო ფორუმზე
85დ 16ს 51წ
რამდენიმე დღეა, ბაზრის საერთო აღმავალი ტრენდის კვალად, კარდანოს ADA-ს ფასიც გაიზარდა – 0.35 დოლარს მიაღწია. ამან ტრეიდერებს და მსხვილ ინვესტორებს, ამ ალტკოინისადმი ინტერესი დაუბრუნა. მაგრამ არიან ანალიტიკოსები, რომელთა აზრითაც, ADA-ს ფსკერისთვის ჯერ არ მიუღწევია და მიმდინარე ზრდა, ჯერაც არ ნიშნავს აღმავალი ტრენდის დასაწყისს.
ტექნიკური თვალსაზრისით, ADA-ს ფასი წინააღმდეგობის ზღვართან ახლოსაა, რომლის გადალახვასაც, მყიდველთა უფრო მეტად გააქტიურება სჭირდება. მაგრამ პირველადი აქტივობა განელდა, ზრდის ახალ ტალღას კი ფუნდამენტური საფუძველი ესაჭიროება, რომელიც შესაძლოა, ცენტრალური ბანკების მიერ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შენელებამ გამიწვიოს.
წინააღმდეგობის უახლოესი დონეა 0.3546 დოლარი, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც, ADA-ს ფასი 20-კვირიან მოძრავ საშუალოს მიადგება. მისი გადალახვის შემდეგ, ფასს წინააღმდეგობა 0.4628-თან შეხვდება.
მაგრამ ამდენი წინააღმდეგობის დასაძლევად, რამდენიმე ფუნდამენტური ხელის შემწყობი ფაქტორი იქნება საჭირო, რაც ამ ეტაპზე, როდესაც მსოფლიო ეკონომიკას მაღალი ინფლაცია ასუსტებს, ძნელი იქნება.
ანალიტიკოსი, რომელიც ტვიტერზე “Profit Blue” (@profit8lue) ფსევდონიმით წერს, ADA-ს უახლოეს პერსპექტივაზე, პესიმისტურ პროგნოზს ავრცელებს. ის თვლის, რომ ADA-ს ფასმა წარუმატებლად დაასრულა წინააღმდეგობის ძლიერი დონის გადალახვის მცდელობა და ამიტომ, შემდგომი სვლა დაღმავალი ექნება. უფრო მეტიც, ის ვარაუდობს, რომ ფასი 0.15 დოლარამდე დაეცემა.
თუმცა, მის ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ამჯერად ADA-ს ფასზე კონსოლიდაცია უნდა დაიწყოს, რაც ზრდის მომდევნო ფაზას მოამზადებს.
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

მსგავსი თემები


Back
Top Bottom