- 16/12/22
- თემებითემები
- 3,025
- 6,931
- დრო ფორუმზე
- 132დ 16ს 35წ
არაბეთის ნახევარკუნძულზე, კატარში, მსოფლიო ჩემპიონატი ნელ-ნელა აქტიურდება. უკვე მოხდა პირველი დიდი სენსაცია: საუდის არაბეთმა ლიონელ მესის არგენტინა დაამარცხა; ეს არის ყველაზე სკანდალური მუნდიალი, რომელიც არნახულ კრიტიკასა და არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. მუნდიალი, სადაც თავად "მისი უმაღლესობა ფეხბურთი", არაერთი უმძიმესი პრობლემის ჩრდილშია მოქცეული კატარი არ არის FIFA-ს პირველი და ერთადერთი შეცდომა. 1930 წლიდან მოყოლებული, როცა ურუგვაიმ პირველ, ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, მსოფლიო თასის 92-წლიან ისტორიაში, ბევრი მძიმე და წინააღმდეგობრივი ფურცელია. 1934 წლის მუნდიალი იტალიის დიქტატორმა „დუჩე“ მუსოლინიმ ფაშიზმის ღია პროპაგანდისთვის გამოიყენა; 1938 წელს, მსოფლიო თასზე, FIFA-მ თვალი დახუჭა ფაშისტური გერმანიის მიერ ავსტრიის ანშლუსსა და ავსტრიული Wunderteam-ის ფეხბურთელების დაშინება-გადაბირებაზე; 1978 წელს, ფიფამ მაინც ჩაატარა მუნდიალი არგენტინაში, სადაც ორი წლით ადრე ძალაუფლება ხელში სამხედრო ხუნტამ ჩაიგდო და ათი ათასამდე ადამიანი მოკლა; 2006 წელს - სამხრეთ აფრიკამ, 2018 წელს - პუტინის რუსეთმა და 2022 წელს - კატარმა, მსოფლიო თასის ჩატარების უფლება კი სხვადასხვა წყაროს ცნობით, ფიფას პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და აღმასრულებელი კომისიის წევრების მოსყიდვით მიიღეს, რამაც ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) რეპუტაციას არნახული ზიანი მიაყენა. გამოძიების მასალებით ცნობილია, რომ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ნაწილს, ქრთამი 40 ათასი დოლარი, ჟენევაში, პირდაპირ კონვერტებით გადასცეს. ნაწილს კი 1,5 მილიონი დოლარი ოფშორულ ანგარიშებზე ჩაერიცხა. ჯამში, რუსეთისა და კატარისთვის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისთვის, ფიფას ჩინოვნიკებმა სავარაუდოდ, 150 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. ამ ცნობების ფონზე, ბევრისთვის გასაკვირი აღარ იყო, რომ გადამწყვეტ კენჭისყრაზე კატარმა მთავარ კონკურენტს, ამერიკის შეერთებულ შტატებს - 8 ხმით აჯობა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი და შვეიცარიის პროკურატურა დიდ კორუფციულ სქემას ამ დრომდე იძიებს. გამოძიებაში, რომლის ფარგლებშიც უკვე დააკავეს 20 პირზე მეტი, ფიფას ყოფილი პრეზიდენტის ზეპ ბლატერის გარდა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.