- 16 დეკემბერი 2022
- თემებითემები
- 2,743
- 6,293
ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება, - იუწყება Relevo.
როგორც ჩანს, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კოჭზე ოპერაციის ჩატარება არ ისურვა.
არადა, ესპანურ პრესაში წერდნენ, რომ 27 წლის ნახევარმცველი კოჭის არეში კვლავ განიცდიდა დისკომფორტს, ამ დისკომფორტის სრულად მოხსნა კი მხოლოდ ქირურგიული ჩარევით იქნებოდა შესაძლებელი.
დე იონგი "ბლაუგრანაში" გუნდთან ვარჯიშს მომდევნო კვირიდან განაახლებს.
გამოცდილი შუახაზელის დაბრუნებას მოუთმენლად ელის ჰანსი ფლიკიც. იმ შემთხვევაში, თუ ფრენკი თავის საუკეთესო ფორმას აღიდგენს, გერმანელი სპეციალისტისთვის იგი საკვანძო მნიშვნელობის ფეხბურთელი გახდება.
აქვე გეტყვით, რომ ფრენკი მოედანზე ამა წლის აპრილის მერე არ გვინახავს. კოჭი მან "სანტიაგო ბერნაბეუზე" წაგებულ "კლასიკოში" დაიზიანა...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში შედით ან დარეგისტრირდით ახლავე.