თემა კლაუდია კარდინალე

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,021
6,919
დრო ფორუმზე
132დ 15ს 15წ
pp,840x830-pad,1000x1000,f8f8f8.jpg

დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს ტუნისის დედაქალაქ ტუნისში, როგორც კლოდ ჟოზეფინ როზ კარდინალე.
დაბადებით - აფრიკელი, აღზრდით - ფრანგი, ეროვნებით - იტალიელი...
მთავარი ფილმები: "ლეოპარდი" (1963 წ. რეჟ. ლუკინო ვისკონტი), "81/2" (1963, რეჟ. ფედერიკო ფელინი), "ერთხელ ველურ დასავლეთში" (1969, სერჯო ლეონე), "ფიტცკარალდო" (1982, ვერნერ ჰერცოგი).
გადაღებულია მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში - "წითელი კარავი" (1971).

მის ანგარიშზე უკვე 95 კინოფილმი ითვლება და კვლავაც იღებს მონაწილეობას გადაღებებში, ოღონდ სატელევიზიო ფილმებში.

* * *
ეს იყო 50-იანი წლების დასაწყისში, ტუნისში რაღაც საქველმოქმედო მეჯლისი უნდა ჩატარებულიყო, სადაც პარალელურად ტუნისის ყვლაზე ლამაზი იტალიელი გოგონა უნდა აერჩიათ. დარბაზის შესასვლელთან კი იდგა გოგონა და მეჯლისის ბილეთებს ყიდდა... უცებ მას ვიღაც სწვდა და აღტაცებით შესძახა: "ულამაზესი გოგონა დარბაზში კი არა, მის გარეთააო" და გოგონა გონსაც არ იყო მოსული, რომ იგი მშვენიერ სამოსში გამოაწყეს და იმ მეჯლისის ულამაზესი ქალბატონის გვირგვინით შეამკეს... პრიზი კი გამარჯვებისათვის ვენეციის კინოფესტივალზე დასწრება გახლდათ... ასე მოხვდა ტუნისელი კლაუდია კარდინალე თავისი სამშობლოს უპირველეს კინოფორუმზე და მთელი ვენეციის ფოტორეპორტიორები თავს დაეხვივნენ მას და მაშინვე დაანათლეს ტიტული "ულამაზესი იტალიელი ქალისა", რაც კლაუდიამ შემდგომ მთელი სისრულით დაადასტურა...

არადა, წუთისოფლის ამგვარი ზღაპრული შემობრუნების პარალელურად კლაუდიას ცხოვრებაში საკმაოდ ბინძური ამბები განვითარდა... ვიღაც არისტოკრატმა ნაძირალამ აცდუნა იგი და ტუნისში დაბრუნებულმა გოგონამ ისღა შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო. ეს ამბავი კლაუდიას ცხოვრებისათვის ნამდვილად წარღვნის მაგვარი მოვლენა გახდა და იგი თვითმკვლელობისათვის გაემზადა, მაგრამ კინოს სამყაროში ახლადმოვლენილი ლამაზმანის სიკვდილს არავინ დაუშვებდა და ამიტომაც ერთმა უმსხვილესმა იტალიურმა კინოკომპანიამ კლაუდია სასწრაფოდ გააგზავნა გადაღებებზე რომში; კლაუდიას ფეხმძიმობის ამბავი კი დასამალი რომ ვეღარ შეიქნა, მან ყველაფერი პროდიუსერ ფრანკო...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom