- 12/2/24
- თემებითემები
- 1,098
- 1,115
- დრო ფორუმზე
- 85დ 16ს 51წ
კრიპტო ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია, FTX-ის კრახის შემდეგ, პირველად გასცდა 1 ტრილიონ დოლარიან ზღვარს. ბიტკოინისთვის (BTC) კი, რომლის ფასიც ერთ მომენტში 24 ათას დოლარსაც მისწვდა, ეს თვე 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ საუკეთესოა. „ბიზნეს ინსაიდერის“ მონაცემებით, ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდამ იანვარში 40 პროცენტს მიაღწია.
კრიპტო ბაზრის ზრდის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ფინანსურ ბაზრებზე, ინვესტორები სულ უფრო მეტად ეტანებიან რისკიან აქტივებს, მათ შორის, კრიპტო ვალუტებსაც. ამის მიზეზი კი ინფლაციის ტემპის შენელებაა, რაც ბაზრებზე ოპტიმისტურ განწყობას აბრუნებს. ასეთ დროს კი ინვესტორები უფრო იოლად რისკავენ, რასაც მათთვის მეტი მოგება მოაქვს.
კრიპტო და სხვა რისკიანი (მათ შორის აქციების) ბაზრების ზრდის შემაფერხებელი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ აშშ-ის ფედრეზერვი, ინფლაციასთან ბრძოლის მოტივით, დოლარზე განაკვეთს მაღალი ტემპით ზრდიდა. ეს ინვესტორებს სიფრთხილეს აიძულებდა და შესაბამისად, ბაზარზე რისკიან აქტივებზე მოთხოვნა მცირდებოდა.
ინვესტორების გააქტიურება ეგრეთ წოდებულ „კრიპტო ზამთარს“ მოჰყვა, რომლის დროსაც, კრიპტო ბაზრის მოცულობა უკიდურესად შემცირდა და ტრილიონ დოლარიან ზღვარს ჩამოსცდა. ეს ერთგვარმა ჯაჭვურმა რეაქციებმა გამოიწვია, რომლის შედეგადაც, ამ სფეროში მომუშავე არაერთი კომპანია გაკოტრდა. კრიპტო ზამთრის დროს, ბიტკოის ფასმა 64 პროცენტზე მეტი დაკარგა.
მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელთანაც ფედრეზერვი უკვე ახლოსაა – ამ ზღვრის მიღმა, იზრდება რეცესიის რისკი, რასაც ცენტრალური ბანკები გაურბიან. განაკვეთის უზომო ზრდა, ეკონომიკის ზრდის შენელებას, გაჩერებას და უკუპროცესებსაც კი იწვევს, რასაც ქვეყნებისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ამიტომ, განაკვეთის ზრდის პროცესი მალე შენელდება და საერთოდ გაჩერდება, რაც რისკიან აქტივებზე მოთხოვნის ზრდას და ინვესტორთა გააქტიურებას გამოიწვევს.
ცნობისათვის, კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციამ მაქსიმუმს 2021 წლის ბოლოს მიაღწია, როდესაც მისი მოცულობა 3 ტრილიონ დოლარს ასცდა. ამის შემდეგ, მისი კლება დაიწყო და გასულ ნოემბერში 745 დოლარამდე დაეცა.
...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.