- 12/2/24
- თემებითემები
- 1,098
- 1,113
- დრო ფორუმზე
- 85დ 16ს 41წ
როგორც Cointelegraph-ი წერს, კრიპტო ბაზარზე გასული წელი იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ ინვესტორებმა კრიპტო ვალუტებზე, რომლებსაც ხშირად „შიტკოინებსაც“ (ShitCoins, ნაგავი მონეტები) უწოდებენ, 4.6 მილიარდი დოლარი დახარჯეს.
ამასთან, მათი თანხა მეტწილად თაღლითურ სქემებს ხმარდებოდა, რომელთა მიზანიც, ასეთი კრიპტო ვალუტების ფასის მკვეთრი ზრდა, ან დაცემა იყო.
ანალიტიკურ კომპანია Chainalysis-ის მოხსენებაში გაანალიზებულია ყველა ის მონეტა, რომლებიც 2022 წელს გამოუშვეს, BNB სმარტ ჩეინის და ეთერიუმის ბლოკჩეინებზე. ანალიზმა აჩვენა, რომ 9 900-ზე მეტი სწორედ თაღლითური სქემის პარამეტრებს შეესაბამება.
თაღლითური მიზნებით გამოშვებული კრიპტო მონეტები ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ მათი შემქმნელები აქტიურ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებენ, რომელთა მიზანიც, კლიენტების დაინტერესებაა. მათ უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ დაგვიანების შემთხვევაში, ხელიდან კარგი მოგების მიღების შანსს გაუშვებენ. რა თქმა უნდა, გამოშვებული მონეტების დიდ წილს თავად ფლობენ. და როცა კლიენტების დაინტერესებას აღწევენ, ამ მონეტებს მათზე ძვირად ასაღებენ.
Chainalysis-მა გამოთვალა, რომ ასეთი სქემის გამოყენებაში შემჩნეულმა ერთ-ერთმა თაღლითმა, შარშან სულ 264 კრიპტო მონეტა გამოუშვა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ თაღლითური მიზნით შექმნილი მონეტების ავტორები ანონიმურად რჩებიან, რაც იმის საშუალებას აძლევს, რომ თაღლითობა ბევრჯერ გაიმეორონ.
Chainalysis-ის ინფორმაციით, ბაზარზე შარშან დაახლოებით 1.1 მილიონი ტოკენი გამოვიდა, რომელთაგან რამდენიმე ათასი, თაღლითური მონეტის ძირითად კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ანალიტიკოსების აზრით, ასეთი თაღლითური მონეტების უკან, დაახლოებით 445 ადამიანი დგას. მათი უმეტესობა, ერთდროულად რამდენიმე პროექტს უძღვება.
...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.