რა არის VPN და როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ის?
ძალიან მარტივად, VPN აკავშირებს თქვენს კომპიუტერის, სმარტფონსა თუ ტაბლეტს სხვა კომპიუტერს (ე.წ. სერვერს ან რუტერს), რომელიც მდებარეობს თქვენგან მოშორებით და საშუალებას გაძლევთ ჩაერთოთ ინტერნეტში იმ წერტილიდან (სერვერიდან/რუტერიდან), რომლესაც უკავშირდებით. რაში შეიძლება დაგეხმაროთ ეს? VPN კავშირი შეგიძლიათ გამოიყენით:
- გაარღვიოთ თქვენი გეოგრაფიული ინტერნეტ აკრძალვები და მოიპოვოთ წვდომა ვებ-გვერდებზე ან აუდიო-ვიდეო სტრიმინგზე, რომლებიც აკრძალულია იმ ლოკაციაზე, სადაც იმყოფებით;
- დაიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია საზოგადოებრივი Wi-Fi ქსელზე მიერთებისას;
- დაიცვათ თქვენი ნამდვილი ადგილსამყოფელის ანონიმურობა ინტერნეტში ყოფნის დროს;
- გქონდეთ თქვენი ოფისის ფაილებზე წვდომა სახლიდან, მოგზაურობის დროს;
- გქონდეთ თქვენი სახლის ფაილებზე წვდომა ოფისიდან, მოგზაურობის დროს და ა.შ.
როგორ მუშაობს VPN?
როდესაც ჩვენ, ჩვენს კომპიუტერს (სმარტფონს, ტაბლეტს…) ვუკავშირებთ VPN სერვერს, კომპიუტერი ერთვება იმ ლოკალურ ქსელში, სადაც VPN სერვერია განთავსებული. მთელი თქვენი ქსელის ტრეფიკი გადაიცემა VPN სერვერისკენ, დაშიფრული კავშირით, ხოლო თქვენი კომპიუტერი ინტერნეტზე გადის იმ ლოკაციიდან, , სადაც VPN სერვერია. ეს კი გვაძლევს ყველა იმ ბენეფიტს, რომელზეც ზევით უკვე ვისაუბრეთ.