სტატია რატომ გვჭირდებიან ფრინველები?

სტატია

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,249
7,118
დრო ფორუმზე
130დ 8ს 58წ
119212143_3741463045882736_8202097275260146581_o.jpg
ყოველი ცოცხალი ორგანიზმი, ჩიტების ჩათვლით, კვებითი ჯაჭვის რგოლია. ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებისათვის თითოეული რგოლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესში ჩარევა აუცილებლად მოქმედებს ადამიანებზეც.

ფრინველთა ზოგიერთი სახეობა გვეხმარება მწერებისა და მღრღნელების პოპულაციების გაკონტროლებაში. სხვა სახეობები პოლინატორებს წარმოადგენენ. სწორედ პოლინატორების დამსახურებაა ბევრი ყვავილოვანი მცენარის არსებობა. ავრცელებენ მცენარის თესლს. ლეშიჭამიები გვიცავენ სხვადასხვა დაავადებებისაგან.

ადამიანთა კეთილდღეობაში ეკოსისტემების მიერ შეტანილი პირდაპირ და არაპირდაპირ წვლილს ეკოსისტემური სერვისები ეწოდება. სწორედ ჯანმრთელი ეკოსისტემაა ჩვენი და მთლიანად მსოფლიოს მომავალი თაობების კეთილდღეობის საფუძველი.
როგორ იკვლევენ ფრინველთა პოპულაციებს?

ფრინველებზე საველე პირობებში დაკვირვების სამი ძირითადი მეთოდი არსებობს: დათვლა, ბუდეების მონიტორინგი და მონიშვნა.

ფრინველების დათვლა ყველაზე მარტივი გზაა პოპულაციებში ცვლილებების დასადგენად. მათი წარმოება მარტივია და შედარებით იაფი ჯდება. გადამფრენი მტაცებელი ფრინველების დათვლა ყველაზე მარტივი საიმიგრაციო მარშრუტის სხვადასხვა წერტილებზეა. სხვა შემთხვევაში – ტიხტიხის დროს.

უფრო რთულია ღამით მფრენი და მცირე ზომის ფრინველების მონიტორინგი. თუმცა, ამ სფეროშიც პროგრესია – რადარებისა და მიკროფონების საშუალებით შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება გადაფრენის დროს.

ბუდეების მონიტორინგი რეპროდუქციული წარმატების შესაფასებლად აუცილებელია. ასევე დგინდება შობადობის კოეფიციენტი. ამის გარდა, ბუდეებზე დაკვირვება გვაწვდის იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა ქცევა ბუდეში, ჰაბიტატის შერჩევა, მტაცებლები. დგინდება კავშირი ამინდსა და ბუდობას შორის, კორელაცია საკვებისა და კვერცხების ზომას შორის და ა.შ.
ფრინველთა დაჭერა და მონიშვნა საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ ის ნებისმიერ ადგილას. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშნელოვანია მიგრაციაზე დაკვირვებისას. დარგოლვისას ფრინველს ფეხზე ადებენ რგოლს...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top