თემა რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში – ფსიქიატრის განმარტება

მარიამი 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
13/1/23
თემებითემები
127
0
დრო ფორუმზე
24დ 17ს 11წ
%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98.jpg

„სიესტა“, ვინსენტ ვან გოგი​

სიზმარი საინტერესო ფენომენია. ადამიანს ყველა დროში აინტერესებდა, თუ რა იყო იგი, საიდან მოდიოდა ადამიანის გონებაში. მიუხედავად უამრავი დაკვირვებისა, მოსაზრებისა თუ ცდისა, სიზმარი მაინც ამოუხსნელ ფენომენად რჩება.
რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში – ფსიქიატრი ლაშა კილაძე გადაცემა „შუადღეში“ სიზმრის ფენომენზე საუბრობს:
„სიზმარი ჩნდება ძილის იმ ფაზაში, რომელსაც ჰქვია სწრაფი ან პარადოქსული ძილი. ძილშიც გამოიყოფა სხვადასხვა სახის ციკლი. იწყება ეს ციკლი ფენომენით, რომელსაც ჰქვია ნელი ძილი და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მას მოჰყვება სწრაფი ან პარადოქსული ძილის ფაზა, როდესაც ვეგეტატიური ნერვული სისტემა ფუნქციონირებს და როდესაც ადამიანი სიზმარს ხედავს. შემდეგ მოდის ისევ ნელი ფაზა, ისევ სწრაფი ფაზა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ადამიანი ღამის განმავლობაში დაახლოებით 5 ამგვარ ციკლს გაივლის და 5 სიზმარს ხედავს.
სხვათა შორის, სწრაფი ძილი არის ყველაზე დიდი რისკის მატარებელი იმიტომ, რომ როდესაც დააკვირდნენ ინსულტებისა და ინფარქტების განვითარების დინამიკას, ყველაზე ხშირად ეს ხდება სწრაფი ძილის ფაზაში“, – ამბობს ფსიქიატრი.
რის მიხედვით გვამახსოვრდება სიზმრები?
თეორიები უამრავი არსებობს. მათ შორის, თანამედროვე თეორიით, ეს არის არაცნობიერიდან წამოსული იმპულსები, ანუ ანატომიურად თავის ტვინის ქერქის დაბალი ნაწილებიდან წამოსული იმპულსები, რომელიც შემდეგ თავის ქერქში პროეცირდება. ფსიქოანალიზისა და ფროიდის თეორიას თუ განვიხილავთ, ეს არის თეორია, რომლის მიხედვითაც ბრუნდება ის ემოციები და ის სიტუაციები, რომლებიც ცნობიერმა არაცნობიერში განდევნა. სიზმრის დამახსოვრების მთავარი კრიტერიუმი – ემოციაა. სიზმარი გვამახსოვრდება ემოციით, თუ მას მოჰყვება მძაფრი ემოცია, სწორედ ასეთი სიზმარი გვამახსოვრდება იმ ხუთიდან, რომელიც ღამის განმავლობაში...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom