- 16/12/22
- თემებითემები
- 3,249
- 7,118
- დრო ფორუმზე
- 130დ 8ს 58წ

როგორც ჩანს, ჰუნები არ იყვნენ სასტიკი ბარბაროსები, რომლებსაც მხოლოდ "ოქროს უსაზღვრო წყურვილი", ამოძრავებდათ. არადა სწორედ ამას ვარაუდობდა აქამდე ბევრი ისტორიკოსი.
ახალი კვლევა, რომელიც მაშინდელი კლიმატის მონაცემებს ეყრდნობა, ვარაუდობს, რომ ეს ნახევრად მომთაბარე ხალხი იძულებული იყო რომში შეჭრილიყო. მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, დანარჩენ შემთხვევაში ისინი უბრალოდ შიმშილით დაიხოცებოდნენ.
ჩეხეთისა და ბავარიის მუხის ხეების ზრდის ხაზებში ჩაწერილი ბუნებრივი მონაცემების მიხედვით, მეხუთე საუკუნის დასაწყისი უნგრეთის დაბლობზე აღინიშნა ძალიან მშრალი ზაფხულით.
კემბრიჯის უნივერსიტეტის არქეოლოგების თქმით, 420-სა და 450 წლებს შორის, ევრაზიის სტეპებზე მცხოვრებ ადამიანებს არ გაუმართლათ და საშინელმა კლიმატმა უწიათ. მაშინდელი გვალვა ჰუნ ტომებს მიწათმოქმედებასა და შინაური ცხოველების მოვლას ძალიან გაურთულებდა.
მართლაც, უნგრეთის სტეპებზე აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილის ნაშთების მიხედვით, ჰუნებს თავიანთი დიეტის შეცვლა მოუწიათ. როგორც ჩანს, მათ სწრაფად უწევდათ ადაპტირება იმ საკვებზე რაც მაშინ ფიზიკურად მოიპოვებოდა. ამან სავარაუდოდ სოციალური წყობილებებიც არია.
"თუ რესურსების დეფიციტი ძალიან საგრძნობი გახდებოდა, ეს სოციალურ წყობილებაზეც აისახებოდა. ეს მასიურ გადინებას გამოიწვევდა", —
გთხოვთ გაიაროთ,
ავტორიზაცია
თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ
რეგისტრაცია
ინფორმაციის სანახავად!
არქეოლოგი სიუზან ჰაკენბეკი.ატილა სწორედ ამ დროს ხდება ჰუნების ლიდერი. მას ხშირად სასტიკი ომის წამოწყებაში ადანაშაულებენ. რომაელი ისტორიკოსების თქმით, ჰუნების ლიდერი მზარდ და უსამართლო მოთხოვნებს უყენებდა რომაელებს ოქროსა და მიწებთან დაკავშირებით. ამ მიზეზით ის რომის ქალაქ-სახელმწიფოებს სასტიკად არბევდა.
მიუხედავად იმისა, რომ ატილას ხშირად ახასიათებენ, როგორც ხარბ ლიდერს, რომელიც რომის ცივილიზაციას ბოროტებად მოევლინა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი თავდასხმები აღმოსავლეთ საზღვარზე მოხდა კარპატების აუზში მზარდი გვალვების დროს.
თავდაპირველად ჰუნებსა და რომაელებს შორის ურთიერთობა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.