თემა როგორ გავუმკლავდეთ სინანულს?

მარიამი 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
წევრი
13/1/23
თემებითემები
2,568
2,204
დრო ფორუმზე
24დ 17ს 11წ
%E1%83%91%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90.jpg


სინანულის დროს ხშირად საკუთარ თავს ვადანაშაულებთ და ვფიქრობთ, რომ პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში რაღაცები სხვაგვარად უნდა გაგვეკეთებინა – არ გამოვიყენეთ კონკრეტული შესაძლებლობა, რაღაცები არ გავრისკეთ ან არ ვუთხარით სხვებს, რას ვგრძნობდით მათ მიმართ. კვლევის თანახმად, ჩვენ უფრო მეტად იმ საკითხებზე ვწუხვართ, რაც არ გაგვიკეთებია და არა იმაზე, რაც უკვე გავაკეთეთ…
ექსპერტების თქმით, სინანულის მიზანი ჩვენი შეცდომების დადგენაა, რათა მომავალში მათი გამეორებისგან დაზღვეული ვიყოთ. იმის შემჩნევით, თუ რა შეგვეშალა, ჩვენივე პიროვნული ზრდისა თუ განვითარებისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია.
დაასრულეთ და გადადით რაღაც ახალზე
ეს არის დაუმთავრებელი საქმის გადაჭრის, რაღაც სიტუაციის ან მოვლენის დასრულების პროცესი. როცა ადამიანები გრძნობენ, რომ კონკრეტული ამბავი დასრულდა, ისინი ნაკლებად ნანობენ წარსულზე. მართალია, სინანული შეიძლება კორექტული ქმედების ძლიერი მოტივატორი იყოს, მაგრამ ეს მეტად ეფექტური მოკლევადიან პერსპექტივაშია მანამ, სანამ მივხვდებით, რომ სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა დავკარგეთ…
დაიცავით დისტანცია
აქ იმაზე ვისაუბრებთ, რასაც ფსიქოლოგები მოტივირებულ მსჯელობას უწოდებენ – კოგნიტიური პროცესი, რომელშიც ინფორმაციის ინტერპრეტაციას ჩვენივე რწმენების შესაბამისად ვახდენთ. ამ პროცესს კი ზოგჯერ მიკერძოებულ აზროვნებამდე მივყავართ. შესაბამისად, ვერც სამართლიან გადაწყვეტილებებს ვიღებთ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ადამიანებს მიზნისა და მიმართულების პოვნაში ეხმარება. მაგალითად, თუ ვინმეს სურს, კარიერაში წარმატებას მიაღწიოს, ის მოტივირებულ მსჯელობას მიმართავს, რათა დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ კონკრეტული ქმედებები მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
ამასთან, მოტივირებული მსჯელობა ნეგატიურ სიტუაციებში უფრო პოზიტიური დასკვნების გაკეთებაში გვეხმარება და დისტანცირებას გვთავაზობს იმ ტკივილისგან, რომელსაც მსგავსი გარემოებები წარმოშობს. გამოდის, ცუდ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom