TV რუსთავი 2

TV

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,302
7,247
დრო ფორუმზე
132დ 2ს 39წ
რუსთავი 2 (რ2) — კერძო სატელევიზიო კომპანია საქართველოში. საქართველოს ფარგლებს გარეთ ვრცელდება თანამგზავრის (Eutelsat 36B 36°) მეშვეობით ევროპაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში.

ტელეკომპანიას ჰყავს კორესპონდენტები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ლონდონსა და პარიზში. მუდმივმოქმედი ბიუროები კი განთავსებული აქვს მოსკოვსა და ვაშინგტონში.

ტელეარხი შეიქმნა 1994 წელს, და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ოპოზიციური მიმართულება ეჭირა. იმდროინდელმა მთავრობამ ტელეარხის დახურვა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ — ტელეარხი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა.

ტელეარხის თავდაპირველი მფლობელები იყვნენ ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ნიკა ტაბატაძე. 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის დეკემბრამდე აჭარელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეარხის 90%-ს ფლობდა. მას ახლო კავშირი ჰქონდა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც წლების განმავლობაში მისი ადვოკატი იყო. 2006 წლის 4 იანვარს დავით ბეჟუაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ძმამ, იყიდა რუსთავი 2-ის აქციების 22%. 2006 წლის ზაფხულში ხალვაშმა მისი აქციების დარჩენილი ნაწილი მიყიდა კომპანია გეოტრანსს, ხოლო ბეჟუაშვილმა საკუთარი აქციები, ასევე მის საკუთრებაში არსებულ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ მიყიდა. 2011 წლის დეკემბრამდე „რუსთავი 2“ ეკუთვნოდა „დეგსონ ლიმიტედს“, ვირჯინიის კუნძულზებზე რეგისტრირებულ კომპანიას.

 
ბოლო რედაქტირება:
სურათი

Back
Top Bottom