- 16/12/22
- თემებითემები
- 3,021
- 6,919
- დრო ფორუმზე
- 132დ 15ს 15წ
საქართველო, სლოვენია, ვენესუელა და კაბო ვერდე - სწორედ ასეთ კომპანიაში ექნება ისტორიული დებიუტი ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს, რიგით მე-19 მსოფლიო ჩემპიონატზე. უდიდეს საკალათბურთი ფორუმს, 2023 წლის 25 აგვისტოდან - 10 სექტემბრის ჩათვლით, ერთდროულად სამი აზიური ქვეყანა: ფილიპინები, ინდონეზია და იაპონია უმასპინძლებს. საქართველო F ჯგუფში მოხვდა და ჯგუფის სამივე მატჩს, იაპონიაში, კუნძულ ოკინავაზე, ათი ათასი ტევადობის Okinawa Arena-ზე გამართავს. ეს არენა ქალაქ ოკინავაში მდებარეობს, სადაც სულ 140 ათასი ადამიანი ცხოვრობს. “მსოფლიოზე პირველად ვთამაშობთ, ჩვენთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება! რთული ჯგუფი შეგვხდა და ბრძოლა მოგვიწევს. უნდა შევიგრძნოთ და დავტკბეთ ყველა იქ გატარებული წამით, შევეცადოთ ყველა ქართველი ჩვენი თამაშით ამაყი იყოს” – ასე შეაფასა დღეს, ფილიპინებში გამართული კენჭისყრის შედეგები, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერძენმა ილიას ზუროსმა. „ჩვენ უკვე ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ უკვე ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე და ასევე ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ასეთ ჯგუფში მოვხდით. არის რეალური შანსი რომ ჯგუფიდან გავიდეთ. იმედია, რომ ნაკრები კარგად მოემზადება და ყველა ჯანმრთელი შეხვდება მსოფლიოს“ - აღნიშნა კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ, რომელიც მანილაში კენჭისყრას დაესწრო. მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს კაბო ვერდესთან შეხვედრით იწყებს, რომელიც მსოფლიოზე ასევე პირველად ითამაშებს. აფრიკელების ლიდერი მადრიდის „რეალის“ ცენტრი ედი ტავარესია. იგი კენჭისყრას „ტვიტერზე“ პოსტით გამოეხმაურა, სადაც დაწერა რომ „ამაყია“, თუმცა, თან მოწყენილი სმაილიც დაურთო, რაც შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ კენჭისყრის შედეგით მთლად კმაყოფილი არ არის. 28 აგვისტოს, ქართველები მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, „დალას მავერიქსის“ ლიდერის ლუკა დონჩიჩის სლოვენიას შეხვდებიან. საქართველო 2011, 2013 და 2015 წლების ევრობასკეტზე სამჯერ არის სლოვენიასთან შენახვედრი და სამივე მატჩი ბალკანელებმა მოიგეს. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, 30 აგვისტოს უკვე უცნობი ვენესუელა გველოდება. ქვეყანა, რომელთანაც თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.