- 16 დეკემბერი 2022
- თემებითემები
- 2,743
- 6,293
დანი ოლმოს ტრავმიდან რეაბილიტაციის პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ივან სან ანტონიო.
როგორც ირკვევა, "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი მოედანს ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, "სევილიას" წინააღმდეგ გასამართ მატჩში უნდა დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ დანიმ ტრავმა "ჟირონასთან" შეხვედრაში მიიღო. კატალონიურ გრანდს იგი 5 მატჩით გამოაკლდა და ვერც 6 ოქტომბერს, "ალავესის" წინააღმდეგ დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში ოლმოს მონაგარი 3 მატჩში გატანილი 3 გოლია.
აქვე გეტყვით, რომ "სევილიას" "ლურჯ-ბროწეულისფრები" 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 23 საათიდან შეერკინებიან.
ბმულის სანახავად უნდა იყოთ [რეგისტრირებული ] [ავტორიზაცია]