სპორტი სერბი ფეხბურთელი: "ხვალ იამალს ვაჩვენებ, რომ მასზე უკეთესი ვარ"

სპორტი

iunaitedi

ადმინისტრატორი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16 დეკემბერი 2022
თემებითემები
1,393
4,200
დრო ფორუმზე
2დ 11ს 29წ
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მიჯრით მესამე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მასპინძელთა ნახევარმცველმა, ანდრია მაქსიმოვიჩმა "ბლაუგრანას" 17 წლის სუპერვარსკვლავის, ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა.

"ხვალ მოედანზე გავალ და ლამინ იამალს ვაჩვენებ, რომ მასზე უკეთესი ვარ.

ასევე ვგეგმავ მასთან მაისურის გაცვლასაც. იამალი დიდებული ფეხბურთელია," - თქვა მაქსიმოვიჩმა, რომელიც, სხვათა შორის, ლამინის თანატოლია.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში ანდრიას მონაგარი 6 გოლი და 6 ასისტია.

შეგახსენებთ, რომ "ცრვენა ზვეზდასა" და "ბარსას" ჯახი თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება.

ბმულის სანახავად უნდა იყოთ [რეგისტრირებული ] [ავტორიზაცია]
 
სურათი

Similar threads

Back
Top