ოპერატორი სილქნეთი (ჯეოსელი)

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი
ოპერატორი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,010
6,886
დრო ფორუმზე
132დ 7ს 19წ
logo-ge.png

ჯეოსელი დაარსდა 1996 წელს, როგორც დამოუკიდებელი კომპანია და გახდა პირველი GSM ოპერატორი საქართველოში (900 MHz სიხშირეზე). პირველი ზარი კომპანიამ 1997 წლის 15 მარტს განახორციელა. კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ თურქული და ქართული მხარეები. ქართული მხარე საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო.

2001 წლის 27 მარტს ჯეოსელისა და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის GT მობილურის შერწყმის შედეგად, ჯეოსელი GT მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა (1800 mhz სიხშირეზე), რასაც წინასწარი გადახდის სისტემის, ლაი-ლაის შემოღება მოჰყვა.

2003 წლიდან კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა მსოფლიო კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ-ფინური კომპანია TeliaSonera.

2006 წლის მაისში ჯეოსელი UMTS ლიცენზიის მფლობელი ხდება (2100 MHz სიხშირეების სპექტრი).

2018 წელს საქართველოს საკომუნიკაციო სექტორში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად ჯეოსელი ქვეყნის უდიდესმა სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტმა შეიძინა. გარიგების ღირებულებამ 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული თანხის მობილიზება სილქნეტისთვის TBC ბანკმა რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტთან ერთად უზრუნველყო. 1 ნოემბრიდან განხორციელდა შპს ჯეოსელის შერწყმა სს სილქნეტთან, შესაბამისად ჯეოსელმა, როგორც დამოუკიდებელმა სამეწარმეო სუბიექტმა, შეწყვიტა არსებობა და მისი აბონენტებისთვის მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას, უზრუნველყოფს სილქნეტი.
 

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,010
6,886
დრო ფორუმზე
132დ 7ს 19წ
არ უქნია ესენი ღმერთს ? მაგთიდან გადმოვედი ვითომ მარა აშკარად მაგთი ჯობია
 

iunaitedi 

ადმინისტრატორი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
566
3,458
დრო ფორუმზე
25დ 15ს 37წ

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,010
6,886
დრო ფორუმზე
132დ 7ს 19წ
uMwyKMg.png

ჯეოსელის 4ჯ, გამოასწორეს აშკარად, მაგრამ ატვირტვის სიჩაქრე დაბალი აქვთ, 2 მბზე ძლივს ადის
 
სურათი

Back
Top Bottom