- 13/1/23
- თემებითემები
- 127
- 0
- დრო ფორუმზე
- 24დ 17ს 11წ

სიყვარული — ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი („ღმერთი სიყვარულია“) და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი“).
სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“).
სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში; აგრეთვე, სახვით ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა.
სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება.
არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითეული მათგანი ემოციის არსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება.
ვნებიანი სიყვარული
ვნებიანი სიყვარული, ძირითადად, საპირისპირო სქესის ადამიანისადმი განცდილ ემოციას წარმოადგენს, რომელიც თავის ტვინში ქვეცნობიერის მონაწილეობით მიმდინარე პროცესებს გულისხმობს, რომელთაც შესწევთ სიყვარულთან დაკავშირებული გრძნობების (ეჭვიანობა, სინაზე, აღფრთოვანება) გამოწვევის უნარი. სიყვარულის მოთხოვნილების ფრუსტრაცია აქვეითებს სომატურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. ფრუსტრაციას ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც მივყავართ. ვნებიანი სიყვარულის არსებობისთვის აუცილებელია სამი პირობის არსებობა:
ის ყალიბდება და ისწავლება კულტურაში, კულტურის გავლენით (ითვლება, რომ იდეა სიყვარულის შესახებ შუა საუკუნეებში, ევროპაში წარმოიშვა და გააზრებული იყო როგორც წმინდა, საღვთო ემოცია)
სიყვარულის შესაბამისი ობიექტის არსებობა.
ინტენსიური სიბრმავე-ნებისმიერი ემოციონალური აღძვრის ინტერპრეტაცია ხდება როგორც სიყვარულის ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.