- 16/12/22
- თემებითემები
- 3,021
- 6,919
- დრო ფორუმზე
- 132დ 15ს 15წ

სოფი ლორენი (ინგლ. Sophia Loren; დ. 20 სექტემბერი, 1934) — იტალიელი თეატრის და კინოს მსახიობი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს - ოსკარის მფლობელი, საყოველთაოდ აღიარებული როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი.
ჩვილობაში სოფიას ლაქტოზისადმი არატოლერანტობა ჩამოუყალიბდა, რის გამოც ვერც მშობლის და ვერც ძროხის რძეს ირგებდა. ბავშვი უკიდურესად გამხდარი იყო და მისი გადარჩენა სათუოდ მიაჩნდათ. დედა სოფიას მარტო ზრდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისის, რიკარდოს, დაბრუნების იმედს არ ჰკარგავდა. თუმცა მამისგან სოფიას მხოლოდ გვარი ერგო — შიკოლონე.
სიკვდილს გადარჩენილი გოგონა 13 წლამდე უკიდურესად გამხდარი იყო, იმდენად, რომ თანაკლასელი ბიჭები მეტსახელად „კბილის საჩიჩქნ ჯოხს“ ეძახდნენ. თუმცა ყველას გასაკვირად სოფია ორ წელიწადში შეივსო და დამშვენდა.
სოფიას წარმატება პროვინციული სილამაზის კონკურსით დაიწყო. დედამისმა ქუჩაში ნანახ განცხადებაზე „გინდა გახდე „ზღვის პრინცესა?“ მიიღე მონაწილეობა კონკურსში!“ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ამ კონკურსისთვის სოფიას დედამ კაბა ფარდებისგან შეუკერა. "კონკურსის ფინალში ერთ–ერთ მშვენიერებათაგანს ვარდისფერი ფარდისგან შეკებილი კაბა ეცვა და კეფლის საღებავით სახელდახელოდ თეთრად შეღებილი ფეხსაცმელი. შესანიშნავი გოგონაა. ჟიურიმ მეორე ადგილი მიაკუთვნა".
კარიერა
1950–იანი წლების დასასრულს, ლორენს წარმატებული დებიუტი ჰქონდა ჰოლივუდში, როდესაც მან ითამაშა 1957 წლის ფილმებში „ბიჭი დელფინზე“ და „სიამაყე და ვნება“, სადაც იგი თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.
საერთაშორისო წარმატება
Paramount Pictures–სთან კონტრაქტის შემდეგ, ლორენი საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი გახდა. ამ დროისთვის მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „სურვილი თელების ქვეშ“ ენტონი პერკინსთან ერთად; „მცურავი სახლი“, რომანტიკული კომედია კერი გრანტთან ერთად; ჯორჯ კიუკორის ფილმში „ჰელერი ვიწრო ვარდისფერ სამოსში“, სადაც იგი პირველად გამოჩნდა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.