ისტორია “თეთრი სიკვდილი” – სნაიპერი, რომელიც შიშის ზარს სცემდა საბჭოთა ჯარისკაცებს

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,249
7,118
დრო ფორუმზე
130დ 8ს 58წ
“თეთრი სიკვდილი” – ფინელი სნაიპერი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა


ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს (1939-1940წწ.), რომელსაც ხშირად „ზამთრის ომს“ უწოდებენ, საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა ფინელი სნაიპერი სიმო ჰიაიუჰია ზედმეტსახელად “თეთრი სიკვდილი”.
ოფიციალური ინფორმაცით, მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა სნაიპერული შაშხანით მოკლულ მოწინააღმდეგეთა რაოდენობის მიხედვით. მხოლოდ შაშხანით მან 505 საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა, საერთო ჯამში კი მან 705 მოწინააღმდეგის მოკვლა შეძლო. საბჭოთა არმიის მეთაურებს მის მოკვლაზე ჯილდო ჰქონდათ დაწესებული.
ადრეული ცხოვრება და ზამთრის ომი

whitedeath-1.jpg


სიმო ჰაიჰა სოფელ რაუტიარვიში დაიბადა, რომელიც დღევანდელ რუსეთ-ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებამდე იგი მონადირე და ფერმერი იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახლი სავსე იყო სროლით შეჯიბრებებში მოგებული პრიზებით.

ის ომში მონაწილეობას პირველივე დღეებიდან იღებდა. ჰაიჰა სიმაღლით 1.60 მეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა მოსინის შაშხანის ფინურ ვარიანტ M/28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის მაგივრად ფინელი რკინის სამიზნეს იყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა.
როგორც ცნობილია, ომის პირველივე დღეს მან მოწინააღმდეგის 25 ჯარისკაცი გაანადგურა. ბრძოლის დროს ჰაიჰა პირში თოვლს იდებდა რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ომის პერიოდში ტემპერატურა −40 და −20°C-ს შორის მერყეობდა, ჰაიჰა კი მუდმივად თეთრ ფორმაში იყო ჩაცმული რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
whitedeath-2.jpg

საბრძოლო ჭრილობა
ჰაიჰას წარმატებები ფინელებმა ფსიქოლოგიური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს. ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა მას „თეთრი სიკვდილი“ (რუს. Белая смерть, ფინ. Valkoinen Kuolema) შეარქვეს. საბჭოელები მის მოსაშორებლად რესურსებს არ ზოგავდნენ და არტილერიის...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top