- 13/1/23
- თემებითემები
- 127
- 0
- დრო ფორუმზე
- 24დ 17ს 11წ
გთხოვთ გაიაროთ,
ავტორიზაცია
თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ
რეგისტრაცია
ინფორმაციის სანახავად!
თიბისი ბანკი — ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში, რომელიც ემსახურება თითქმის 700,000 მომხმარებელს ოთხ ბიზნეს სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მიკრო. ეს არის ქვეყანაში მეორე უდიდესი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი – საცალო დეპოზიტების სეგმენტში.
შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 4,000 ადამიანი. ბანკი, ძირითადად, საქართველოში აწარმოებს საქმიანობას, თუმცა, მზარდი ქსელი შექმნა რეგიონში მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით: თიბისი კრედიტი - აზერბაიჯანში, თიბისი ინვესტი – ისრაელში და ბანკი კონსტანტა – საქართველოში, საერთო ჯამში 119 ფილიალით, 332 ბანკომატით და 2,779 პოს-ტერმინალით, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
თიბისი ბანკის აქციონერთა შორისაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 57% სააქციო კაპიტალით. სხვა საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორებიცაა J.P. Morgan Chase Bank, N.A., London Branch („JPMorgan“) და Ashmore Cayman SPC No. 2 Ltd. („Ashmore“), საერთო ჯამში ფლობენ ბანკის აქციების 10%-ს. ორი დამფუძნებელი აქციონერი ერთად ბანკის სააქციო კაპიტალის 26%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენი 7% მენეჯმენტს და მინორიტარულ აქციონერებს ეკუთვნით.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები Fitch Rating Agency and Moody’s Investor Services აწარმოებენ ბანკის ყოველწლიურ შეფასებას. მიმდინარე რეიტინგებია BB- (გრძელვადიანი IDR)/ B (მოკლევადიანი IDR) მინიჭებული Fitch-ის მიერ და B1 (FC)/ Ba3 (LC) მინიჭებული Moody’s-ის მიერ. უახლესი შეფასებები ჩატარდა 2013 და 2012 წლებში. 2012 წლის ივლისში Fitch-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDR) ‘B+’...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.